საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – მადლობა ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის ნაჩუქარი სასწაულისთვის, ბედნიერი წამებისა და წუთებისთვის

Read Time:23 Second

„წინ საქართველოვ, წინ, კიდევ მრავალი სიხარულისა და გამარჯვებისკენ!“, – საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ასე ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

„გილოცავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსეულ გამარჯვებას! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელს, გულშემატკივარს, ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში იოტისოდენა წვლილი შეიტანა! მადლობა ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის ნაჩუქარი სასწაულისთვის, ბედნიერი წამებისა და წუთებისთვის. წინ მომავალი გამარჯვებისკენ, საქართველოსთვის!“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენძის მილოცვაში.

აღნიშნულ მილოცვას სტუ ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რას ამბობს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე
Next post პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა