საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს

Read Time:1 Minute, 46 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტის მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამაგისტრო ნაშრომის – „პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენება“, ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი ლია ამირანაშვილი.

როგორც მაგისტრანტი აცხადებს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში შეგროვდა დაავადებული და ვიზუალურად ჯანმრთელი პომიდვრის მცენარეები, ლაბორატორიის ბაზაზე კი მოხდა კულტურის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოვლენა, იდენტიფიკაცია და მათი სხვადასხვა მახასიათებლების შესწავლა.

„პომიდვრის ნიმუშებიდან ჩვენს მიერ გამოყოფილ იქნა მცენარისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმები. ურთიერთდამოკიდებულების შესწავლამ გვაჩვენა, რომ შესაძლებელია დაავადების გამოწვევის წინააღმდეგ სასარგებლო ბაქტერიების გამოყენება. გამოვავლინეთ ყველაზე მეტი დაზიანების გამომწვევი ათი სოკო და ლაბორატორიული ცდების საშუალებით გამოვცადეთ მათ წინააღმდეგ 70-მდე ბაქტერია. სასარგებლო მიკროორგანიზმების მიერ პათოგენური სოკოს დათრგუნვის პროცენტი სხვადასხვაა და ის მერყეობდა 15%-დან 70%-მდე. შეირჩა ათამდე ბაქტერია, რომლებმაც სოკოს დათრგუნვის ყველაზე მაღალი ეფექტი გამოავლინა და გაგრძელდა მათზე კვლევები მექანიზმის შესასწავლად. ლაბორატორიაში ჩატარებული ცდების პოზიტიურმა შედეგებმა განაპირობა გასული წლის გაზაფხულზე მცენარეთა ველის ცდის ჩატარება. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდა გეგმა, მცენარეებზე ცდები მიმდინარებდა 6 სხვადასხვა ვარიანტში. ცდებმა გვიჩვენა სასარგებლო ბაქტერიებისა და სოკოების პოტენციალი ბიოლოგიურ დაცვაში. სასურველია პრეპარატის ტექნოლოგიის უკეთ დახვეწა, რათა მისი გამოყენება უფრო ფართო მასშტაბითაც მოხდეს. ამ მიმართულებით ცდები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიულ პირობებში“, – აცხადებს თამუნა მოდებაძე.

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის ლია ამირანაშვილის თქმით, კვლევა, რომელსაც მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე ატარებს, მნიშვნელოვანი და აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებები უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს, რაც ხაზს უსვამს მასზე მაღალ მოთხოვნას.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდების მოხმარების გავლენის ზრდამ გამოიწვია ქიმიური პრეპარატებისადმი დამოკიდებულების შემცირება. ბიოლოგიური კონტროლი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მიდგომაა მავნებლების მართვის სქემაში. ეს მეთოდი განიხილება, როგორც ქიმიური ბრძოლის ალტერნატივა, რომელიც მავნებლის პოპულაციის დაბალანსებასა და ეკოსისტემის დაცვას მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, მეთოდის აქტუალობა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. ბიოლოგიურ დაცვაში სასარგებლო მწერების გამოყენებას დიდი ისტორია აქვს, თუმცა დაავადების გამომწვევი პათოგენური სოკოების წინააღმდეგ მეთოდი კვლავ განიცდის ცვლილებებს უფრო მაღალი ეფექტურობისათვის. მაგისტრანტის თემის გაცნობის შემდეგ დაინტერესებულ პირებს შეექმნებათ წარმოდგენა მცენარეთა ენდოფიტური მიკრო ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არამარტო საზიანო შეიძლება იყვნენ, არამედ, მათ განკურნებაშიც დაგვეხმარონ. გაეცნობიან იმ მექანიზმებს რომლითაც ხდება ბიოლოგიური მტრების საშუალებით, ქიმიური პრეპარატების გარეშე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევებთან ბრძოლა. თემაში განხილულია ყველა ის მეთოდი და ვარიანტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, – აცხადებს ლია ამირანაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვერავინ შეძლებს ქვეყანა ჩაითრიოს ისეთ მოქმედებებში, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესს – ლევან მაჭავარიანი
Next post არჩილ თალაკვაძე მიხაელ როთს – როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა