ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებსა და კოლეგებს დედაენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართველ
ერს, სტუდენტებს,  კოლეგებსა და თანამშრომლებს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი
უმთავრესი სიწმინდის – დედაენის დღეს ულოცავს. მიმართვას საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის განცხადებით, 14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა და მას
შემდეგ ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ვითარდება, რაც ევროპულ ოჯახში ღირსეული
დაბრუნების საფუძველია.
„გილოცავთ დედაენის დღეს ყველას, განსაკუთრებით მომავალ თაობას, ვინაიდან სახელმწიფო
ენის ბედი დღეს თქვენს ხელშია.
1978 წლის 14 აპრილიდან 46 წლის შემდეგ, დედაენის დღის აღნიშვნისას უნდა გვახსოვდეს, რომ
ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია. უნდა გვახსოვდეს, რომ – „ენა
საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ და
რომ, საქართველოში „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.
იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს დაწერიდან 10 საუკუნის შემდეგ, 1978
წელს, ჩვენ დავიცავით „ლაზარეს ენა“ საბჭოთა მარწუხებისგან, კონსტიტუციის 75-ე მუხლში კი
ჩავწერეთ: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის
ქართული ენა“ – ქართველმა ხალხმა უდიდესი ბრძოლით მოიპოვა უფლება, ჰქონოდა საკუთარი
სახელმწიფო ენა და აღეზარდა თაობები ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის
შესანარჩუნებლად.
საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან 46 წლის შემდეგ, არ გვჭირდება
მტკიცება იმისა, რომ მსოფლიოში არსებული დამწერლობებიდან, ქართული ერთ-ერთი
უძველესია, რაც სწორედ 1978 წელს განვითარებული მოვლენების დამსახურებაა – 14 აპრილი
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ძვირფასი თარიღია, რომელიც აერთიანებს საქართველოს
ყველა მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
ქართულმა ენამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, თუმცა არ დაუკარგავს ქვეყნის მომავლის
მშენებლობისთვის საჭირო ძალა. საუკუნეებია ენა და სახელმწიფო ერთად ვითარდება, ასე
მოვედით დღემდე და მალე, სამი სახეობის უნიკალური ანბანით ევროპული ოჯახის წევრი
გავხდებით.
ქართული ენა არის „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და
დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა” და სწორედ ამ ძალის
დამსახურებაა, რომ ქართულმა ენამ კაცობრიობას მრავალი სიმდიდრე, მათ შორის, მსოფლიო
ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი – „ვეფხისტყაოსანი” აჩუქა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბოროტებაზე დედაენის გამარჯვების დღეს და შეგახსენებთ სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სიტყვებს:
„ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი

მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი… ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი,
უფალია მისი მშობელი და მფარველი”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების
წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით,
საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.
მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 1978 წლის
14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები