პარასკევი, თებერვალი 27, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, DUGEOR ოთხწლიანი პროგრამაა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებების და ბიოსისტემების ფაკულტეტი სატყეო საქმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამითაა ჩართული.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიგა ქვარცხავას თქმით, საერთაშორისო პროგრამაში ჩართვა დუალურ სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს. შესაბამისად, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ხარისხის სამსახური „სატყეო საქმის“ საბაკალავრო პროგრამაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობს.

„დღეს ჩვენ სტუდენტს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის განათლებას ვაძლევთ,თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ უნდა გავჩერდეთ. DUGEOR -ზე მუშაობა წელს, იანვარში დავიწყეთ. პროგრამის შემუშავებას ოთხი წელი დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, დუალური სწავლის მეთოდი სტუდენტს დღევანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთეს შედეგზე გაიყვანს. როდესაც დამიკავშირდნენ, გვკითხეს რომელი პროგრამით ვისურვებდით DUGEOR -ში მონაწილეობას. ფაკულტეტს რამდენიმე კარგი პროგრამის წარდგენა შეეძლო, მაგრამ კოლეგებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო „სატყეო საქმე“. ამ ეტაპზე სატყეო მიმართულება არის ის წერტილი, სადაც საერთაშორისო ჩართულობა, სხვა პროგრამებისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებია. ადამიანური და მატერიალური რესურსი, ასევე საქართველოში არსებული უნიკალური ტყის საფარი, „სატყეო საქმით“ DUGEOR -ში ჩართვის საშუალებას გვაძლევს. ეს არის მიმართულება, რომლის სტუდენტების 100% შეგვიძლია პრაქტიკებზე გავანაწილოთ. ადგილზე პრაქტიკით მივაღწევთ იმ შედეგს, რაზეც პროგრამაა ორიენტირებული. ჩვენი პარტნიორები ამ პროექტში არიან ავსტრიის, გერმანიის და სერბეთის უნივერსიტეტები, სადაც ეს პროგრამა უკვე დანერგილია,“ – აცხადებს გიგა ქვარცხავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტი და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი პარტნიორებთან ერთად ნაყოფიერად მუშაობენ DUGEOR-ის პროგრამაში.

„პროექტის – „დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)“, მიზანია: დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში; დუალური განათლების საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობა; საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით; დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვის, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას დუალური განათლების განსახორციელებლად. პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის, 4 უცხოური (სერბეთი, ავსტრია, გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია. კონსორციუმის წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ეს არის მომავლის პროგრამა და შემთხვევითი არაა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია ჩართული. უნივერსიტეტს აქვს ყველა საშუალება პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ინფორმაციისთვის, „დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)“, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში. პროექტი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს

ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.გამოცემის ცნობთ, ისრაელში აშშ-ს ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ თანამშრომლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ვისაც ისრაელის დატოვების სურვილი აქვს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.„ეს უნდა გააკეთოთ დღესვე. კონცენტრირება მოახდინეთ ნებისმიერი ადგილის დაჯავშნაზე, საიდანაც შემდეგ შეგიძლიათ ვაშინგტონში მგზავრობის გაგრძელება, მაგრამ პირველი პრიორიტეტი ქვეყნიდან სწრაფად გასვლა იქნება“, – წერია წერილში.ჰაკაბიმ ასევე განუცხადა თანამშრომლებს, რომ მათთან შეხვედრას ადგილობრივი დროით პირველის ნახევარზე გამართავს და დამატებით ინფორმაციას გააცნობს, თუმცა, მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არის.გამოცემის ინფორმაციით, შეტყობინების გაგზავნას წინ უძღოდა ელჩის საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტთან, რა დროსაც უწყებამ დიპლომატს განუცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტია მათთვის.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოზე საუბრისას უკრაინას პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს

ჩვენ არ ვართ გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყანა, ვისთანაც უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია იმ ტონით ესაუბროს, რა ტონითაც ელაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, საქართველოზე საუბრისას უკრაინას პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს.„ჩვენ ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკებოდეს. ეს თავად უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს. უკრაინის ხელისუფლება თუ ელოდება, რომ მათ მიმართ სიტყვა ყველამ უნდა აწონოს, ასევე ველოდებით ჩვენც ყველას მხრიდან და მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ყველა სიტყვა და გადაწყვეტილება აწონონ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დაკავშირებით. რომელიმე დასავლური ევროპული ქვეყანა არ ვართ, ვისაც შეიძლება, უკრაინამ პრეტენზიები წაუყენოს. სამართლიანად წაუყენოს, რადგან თავის დროზე დიდი ქვეყნები მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, ეს ომი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, უკრაინამ ამ ხალხს პრეტენზიები უნდა წაუყენოს, რადგან ეს არის გლობალური ძალების და გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი საერთოდ დაიწყო.დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა და არ უნდა დაწყებულიყო. ამიტომ, მათი პრეტენზიები ევროპის მიმართ გასაგებია, მაგრამ ამ ტონს ქართველ ხალხზე ნუ გადმოიტანენ. ჩვენ ამ ტონს არ მივიღებთ ზოგადად და არც უკრაინის ხელისუფლებისგან, კონკრეტულად, ზელენსკისგან. მისგან ერთ მისხალ საყვედურს არ მივიღებთ და არ მოვითმენთ. იმ ზელენსკისგან არ მოვითმენთ, რომელმაც საქართველოს ელჩი გამოაძევა. ყველა ელჩი რომ გაიქცა და კიევი დატოვა, თავისი დროშები ჩამოსწიეს, ჩვენი ელჩი იქ იყო ბოლომდე, ვიდრე ზელენსკიმ არ უთხრა, იქნებ სახლში წასულიყავიო საქართველოში. რომ არა ელჩის გაწვევა და ზელენსკის ტყუილი და ცილისწამება, რომ სააკაშვილს აწამებენ, კლავენ, იმ კრიმინალს, რომელიც მან შეიფარა და დღემდე სააკაშვილი ხან უკრაინულად გველაპარაკება, ხან ქართულად. მან თქვა, რომ ის დღემდე ზელენსკის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა. ყველა ასეთ სიტყვას პასუხი გაეცემა. და რა, რომ ომშია? ომში ჩვენც ვიყავით და ვინმესთვის საყვედური გვითქვამს და პრეტენზია წარმოგვითქვამს? ომში ყოფნა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს ადამიანს და უფრო ღირსეულად უნდა ტარება. როცა საქართველოს აბრალებს სააკაშვილის წამებას, ეს უღირსი საქციელია. საუბარი იყო იმაზე, რომ გაერო-ში რეზოლუციას მხარი რომ დაუჭირეთ, ეს იყო წესიერების ნიშანიო და ამას, რა მადლობა უნდაო. ჯერ ერთი, ყველაფერს მადლობა უნდა. ჩახედონ სიას, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ შეიკავა თავი, ვინ არ დაუჭირა და მერე გველაპარაკონ. როცა წესიერებაზე საუბრობენ, ბოლო უკვე რამდენიმე წელია, უკრაინის დელეგაციები სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას. ეს არის მადლიერება და ის, როგორც მეგობარს უნდა მოექცე? ჩვენკენ რომ გადმოიხედავენ, უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ღია წერილით მიმართა. სტეფანჩუკმა ღია წერილში აღნიშნა: „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები“.საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკს მიმართა: „უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება იქნებოდა საჭირო და არც თქვენი პასუხი“.

შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და...

სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს რაღაც სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების მცველები არიან, დღეს გაკრინტული აქვთ ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს.„ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას და ხმა აქვთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს „ენჯეოები“ არიან საქართველოში უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები. ხმას არ იღებენ, რადგან ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს მეხუთე კოლონა, რომლებიც როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველოს პარლამენტს და პოლიციელებს. როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება – დღემდე არცერთმა მედიაუფლებების დამცველმა, კოალიციამ, ორგანიზაციამ, თუ ლეგიონია მათი სახელი, არცერთმა ხმა არ ამოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც მედიის სფეროში ან „ენჯეო“ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც ამ ქვეყნის შვილებისთვის, როდესაც ისინი დადგნენ ლონდონის და არა საქართველოს მხარეს. ფაქტია, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყაზახეთის ერთ-ერთ კაფეში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ შჩუჩინსკის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა.უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული, 19 პირი კი დაშავებული.დაშავებულთა შორის 16 წლის მოზარდია, 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის რეზერვუარიდან გაჟონვამ განაპირობა.

შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, საქართველოზე როდესაც ლაპარაკობენ, ყოველ ჯერზე ეს ფაქტი უნდა ავაფაროთ

უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი, ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს როდესაც ელაპარაკებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე ეს ციფრები უნდა ავაფაროთ.„ეს არის ყველაფრის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ეს ქმედებებიც არის გამოწვეული იმ გამწარებული მდგომარეობიდან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავი ჩაიყენა. თითქმის ერთი წელია, აშშ-ის ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და მთლიანად უკრაინის ომი არის აკიდებული ევროპის მხრებზე, მათი ფინანსური ტვირთი არის, მათი გადასახდელია ყველაფერი. ყიდულობენ ამერიკულ იარაღს თუ სხვა იარაღს და იღებენ სესხებს, აზიანებენ საკუთარ მოსახლეობას და ჩაიგდეს საკუთარი თავი აი ამ მდგომარეობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩს, მისი თქმით, ეს დამიანი არ იშლის, დადის კაბინეტებში, არ იყიდოთ საწვავი რუსეთიდანო.„რომ ეკითხებიან, როგორო? თავისუფალი ბიზნესია, სადაც არის იაფი და ხარისხიანი, იქ მიდის ბიზნესი. მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები ხომ? არა, ნუ დააწესებთ, ისე უთხარით ბიზნესსო. ანუ ზეწოლა მოახდინეთ ბიზნესზეო და ნუ დააწესებთო. ანუ, აბსოლუტურად სისულელეებს ლაპარაკობს ეს ადამიანი. ფაქტია, ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს ძაან გულწრფელად წამოცდა, რომ ჩვენ ვზიანდებითო, ჩვენი ეკონომიკა დაზიანდა ამ ყველაფრითო, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთსო და თქვენი ეკონომიკა წინ მიდისო და ეს როგორ გამოდისო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.მისი თქმით, დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის შედეგები.„ნელ-ნელა ამ შედეგის დამალვა უნდა დავიწყოთ, თორემ ყოველ დილით კითხულობენ, საქართველოს ეკონომიკა იზრდებაო, ამას მერე მოყვება კითხვა, როგორ? ევროკავშირის, მშვიდობის პროექტის ელჩმა თქვა, ჩვენთან რუს ტურისტებს არ ვუშვებთო და თქვენ უშვებთო, ამის გამოა, რომ ეკონომიკა იზრდება. ჩვენ ფრენები ჩავკეტეთო, თქვენთან არის და ეკონომიკა იზრდებაო. ჩვენ ვაჭრობას ვზღუდავთო და თქვენ ვაჭრობთო და ეკონომიკა იზრდებაო. მართლა ხომ სამარცხვინოა, ვიზე საუბრობენ საერთოდ, ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპაციის გამოწვევები აქვს, რომელსაც ჯერ კიდევ ათწლეულები აქვს წინ, იმ დონეზე მივიდეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნებია. თავი უნდა დავიზიანოთ იმის გამო, რომ ევროკავშირის ელჩს არ სიამოვნებს, რომ მისი ქვეყნების ეკონომიკური უკუსვლა საკუთარი სისულელის გამო ხება? ახლა უნდათ საქართველო ჩაყვეს ამ უფსკრულს. როგორც ცივილიზაციურ, ასევე ეკონომიკურ უფსკრულისკენ მიაქანებს დღეს ევროკავშირს ბრიუსელი და უნდა, ჩაგვითრიონ ამ უფსკრულშიც ეკონომიკური სტაგნაციის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები