სამშაბათი, მარტი 17, 2026

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პირთა უფლებების შესახებ.

„2025 წელს ამ დღის აღნიშვნის თემაა – „შშმ პირთათვის ინკლუზიური საზოგადოების განვითარება სოციალური პროგრესის ხელშეწყობის მიზნით.

მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები წინააღმდეგობებს აწყდებიან სოციალური განვითარების სფეროში. ისინი ხშირად ცხოვრობენ სიღარიბეში, განიცდიან დისკრიმინაციას დასაქმებისას, უმეტესად არაფორმალურ სექტორში არიან დასაქმებული და სხვებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ. არასაკმარისია მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფთ ავტონომია შეზღუდული აქვთ.

საქართველოში შშმ პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. წლების მანძილზე პრობლემად რჩება მათ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სიმწირე, მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა და მომლოდინეთა რიგები, მათ შორის, აუტიზმისმქონე ბავშვებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდასრულ შშმ პირთათვის განკუთვნილი რეაბილიტაცია/აბილიტაციისპროგრამების ნაკლებობა, რაც უარყოფითად აისახება მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზების ხარისხზე. არასაკმარისი პროგრამების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შეფერხებულია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელზე გადასვლის პროცესი და შეფასება ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდება, რაც გამორიცხავს ამ პროცესში პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.

გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. შშმ პირთა ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს. საცხოვრისისბსერვისები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერ უზრუნველყოფს სოციალურ ინკლუზიასა და ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.  ხშირია შშმ პირთა ავტონომიაში ჩარევისა და ინსტიტუციური რეჟიმის ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევები, რაც შეუსაბამოა დეინსტიტუციონალიზაციის მიზნებთან.

გაუარესებულია მდგომარეობა შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით. სხვა საკითხებთან ერთად, ადგილი აქვს შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაკლებ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

შშმ პირთა მისაწვდომობა, იქნება ეს გარემოზე, ინფორმაციასა თუ მომსახურებებზე, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ინკლუზიური განათლების უწყვეტობა დაშემდგომში დასაქმების უფლების რეალიზაცია, რაც  შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

სოციალური განვითარების სამი ძირითადი მიმართულება – სიღარიბის აღმოფხვრა, დასაქმებისა და ღირსეული შრომის ხელშეწყობა ყველასთვის და სოციალური ინტეგრაცია, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მუდმივ ხელშეწყობას საჭიროებს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის, ამ პროცესში შშმ პირთა აქტიური მონაწილეობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოციალური პროგრესის მიღწევას საზოგადოების ყველა წევრისთვის“, – წერია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ.ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.მეთიუ უიტაკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება აშშ-ის მოკავშირეების ინტერესებშია.„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი მოკავშირეები უნდა შემოგვიერთდნენ, დაგვეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას. საბოლოო ჯამში, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება მათ ინტერესებშია“, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.„პოლიტიკო“ წერს, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება, ფაქტობრივად დაკეტილია ირანის მხრიდან გადაზიდვების წინააღმდეგ მუქარის გამო. სწორედ ამან გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელმაც გასულ კვირას ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ნატო-ს ოთხი დიპლომატის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ალიანსის სრულმასშტაბიანი მისია ნაკლებად სავარაუდოა.ორი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.„ზოგიერთი მოკავშირე ვერ შეძლებს ამ ძალისხმევაში ჩართვას. გარდა ამისა, ეს ნატო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობის სფერო არ არის“, – განუცხადეს დიპლომატებმა „პოლიტიკოს.“

დონალდ ტრამპი – მჯერა, კუბის დაპყრობის პატივი მექნება, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა

მჯერა, რომ კუბის დაპყრობის პატივი მექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის განცხადებით, მას შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს კუბასთან, რომელიც საწვავის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, მას შემდეგ, რაც შტატებმა ვენესუელა აიძულა, კარიბის ზღვის კუნძულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება შეეწყვიტა.მისივე თქმით, კუბა „კოლაფსის ზღვარზეა“.„ვფიქრობ, კუბა დასასრულს ხედავს. მთელი ცხოვრება მესმის შეერთებული შტატებისა და კუბას შესახებ, თუ როდის გააკეთებს ამას აშშ? მე მჯერა, რომ მექნება პატივი კუბის დაპყრობის,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი „კუბის აღებაში“, რომელიც 1959 წლიდან კომუნისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშაა, მან უპასუხა, რომ აშშ-ს „რაიმე ფორმით“ ჩარევა შეუძლია.„გავათავისუფლებ მას თუ ავიღებ. ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა, სიმართლე უნდა იცოდეთ. ამ ეტაპზე, ძალიან დასუსტებული ერია,“ – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები