შაბათი, ივნისი 14, 2025

საქართველოს საგარეო უწყება – ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.დღეს 17:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივა.ვახტან გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

რომის პაპი – ირანსა და ისრაელში სიტუაცია გაუარესდა, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს, ყველა ქვეყნის მოვალეობაა, დაიწყონ შერიგების გზების ძიება

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი.მისი თქმით, სიტუაციას დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს.„ირანსა და ისრაელში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ განვაახლო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

30 წლის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა – ტრაგედია გორში

ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენლელმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა:,,ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება" - თქვა ადგილობრივმა.

ისრაელ კაცი – ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს, ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი დიდ ფასს გადაიხდიან, ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება.მისი თქმით, ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს.„ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი, განსაკუთრებით თეირანის მაცხოვრებლები, დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

უცხოური მედია – ისრაელის მიერ თეირანში 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია

თეირანში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია.ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც მედია წერს, ისრაელმა იერიში 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე მიიტანა.ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ათამდე ადამიანი რჩებოდეს.13 ივნისს გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. როგორც „სიენენი“ წერს, ამ ეტაპისთვის უცნობია, შედის თუ არა ეს 60 ადამიანი ამ რიცხვში.

ბოლო სიახლეები