საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. მან დავით ფერაძე შეცვალა.
ცნობისთვის, ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.