კვირა, თებერვალი 1, 2026

საქართველოს პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს

1 თებერვალი ღირსი ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეა.ამ დღეს მრევლმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხოს:ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ-ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღუაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღუარნი ყოვლისა სოფლისანი და შუენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებოდინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი წმიდა, ხელითუქმნელი, მფარველად ერისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.

ირანის არმიის მთავარსარდალი – ირანის შეიარაღებული ძალები ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები სხვა ასპექტები უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე 12-დღიან ომამდე იყო

აშშ-თან დაძაბულობის ზრდის ფონზე ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან, ქვეყანა ბოლომდე დაიცვან, – ამის შესახებ ირანის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ამირ ჰატამიმ განაცხადა.„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სავსეა მეთაურებით, გენერლებით, ოფიცრებითა და ჯარისკაცებით, რომლებიც ამ ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ“, – აღნიშნა ამირ ჰატამმა.ამასთან, ირანის არმიის მთავარსარდლის განცხადებით, ქვეყნის სარაკეტო და თავდაცვითი ძალა ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აქამდე.„ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენი სარაკეტო და თავდაცვითი ძალა და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების სხვა ასპექტები, 12-დღიან ომამდელ მდგომარეობასთან შედარებით, უფრო მაღალ დონეზეა“, – აღნიშნა ჰატამიმ.

შალვა პაპუაშვილი – მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს

მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ“.როგორც გალერის საპასუხოდ პაპუაშვილი აღნიშნავს, ამგვარი მძიმე შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით შეიძლება.„ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით არის შესაძლებელი“, – წერს პაპუაშვილი.

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი: სამება – რწმენის, იდენტობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო თბილისის თავზე“

სამება — ეს მონუმენტური ნაგებობა #თბილისის თავზე მხოლოდ ეკლესია არ არის; იგი წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მართლმადიდებლობის დაბრუნების სიმბოლოს სახელმწიფოსა და ერის გულში. საინტერესოა, რომ ამ ტაძარში არსებული პატრიარქ #ილია II-ის ყველაზე დიდი პორტრეტი შექმნილი და საჩუქრად გადაცემულია #ირანის მხატვრის მიერ — ეს კი რელიგიის, იდენტობისა და კულტურული დიპლომატიის კავშირის ნატიფი ნიშნულია-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი პლატფორმა X-ზე წერს.سامبا؛ این بنای عظیم بر فراز #تفلیس صرفاً یک کلیسا نیست، بلکه نماد بازگشت ارتدوکسی به قلب دولت-ملت #گرجستان پس از استقلال است. جالب آن‌که بزرگ‌ترین پرتره پاتریارک #ایلیا در این کلیسا را یک هنرمند اهل #ایران ترسیم و اهدا کرده است؛ نشانه‌ای ظریف از پیوند دین، هویت و دیپلماسی فرهنگی

ალექსანდრე თავართქილაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის პრიზიორია

ბულგარეთი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ალექსანდრე თავართქილაძემ.ნახევარფინალი ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მოფარიკავესთან დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.მსოფლიოს თასზე 247 ახალგაზრდა მოფარიკავე ასპარეზობს.ინფორმქციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები