საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.
მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) განაცხადა, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.