ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები, სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა.

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა.

სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების ოთხ თანამშრომელს,  მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცა უწყების ხუთ თანამშრომელს.

პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო  სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.

„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია – დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ვეისალ თიფიოღლუ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზს ეწვია.თურქეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საოკუპაციო ხაზზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი იმყოფებოდა.თურქმა კანონმდებლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ საოკუპაციო მოქმედებებზე ინფორმაცია მოისმინეს.გია ბენაშვილი თურქ კოლეგებს საქართველოს მიერ არჩეულ სამშვიდობო პოლიტიკაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულები.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ტაბატაძეს შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – „ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით“

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები და სასწავლო ცენტრები, გვყავს კურსდამთავრებული 60 ბაკალავრი, 25 მაგისტრი და 1 დოქტორანტი - ამის შესახებ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბორის გითოლენდიამ განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს.„შეიქმნა „ფიქრის ლაბორატორია“, კომპანია „ავტოტექნოს“ სასწავლო ცენტრი, B2B გაყიდვების ლაბორატორია. მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის განსახორციელებლად, საინჟინრო მომსახურების ცენტრმა და მაცივარაგენტების რეციკლიზაციის შეგროვების ცენტრმა, სამაცივრო ტექნიკის მომსახურე ტექნიკოსებისთვის, სასწავლო ლაბორატორია ერთობლივი ძალისხმევით გაარემონტეს და აღჭურვეს.ამჟამად, მიმდინარეობს ბაუმერის სასწავლო ცენტრისა და ტვირთების ექსპედირების პროფესიული პროგრამისთვის აუდიტორიის რეაბილიტაცია. ფაკულტეტი, საგრანტო პროექტების ოფისთან კოორდინაციით, ჩაერთო ERASMUS+ პროგრამის KA102 აქტივობის საგრანტო პროექტში - „საერთო საზოგადოებრივ გამოწვევებზე ორიენტირებული წრიული ეკონომიკის ენერგეტიკული განათლების ინიციატივა აზერბაიჯანს, საქართველოს, საბერძნეთს, მოლდოვასა და რუმინეთს შორის (EU-AGM - ERASMUS-EDU-2024- CBHE- STRAND-2101177142). გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი ReINNOVA - ,,კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“. პროექტის დონორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF), მსოფლიო ბანკის დაფინანსებით; პარტნიორი კი - კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ასევე, ERASMUS+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი - „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას - LISS24“ (Learn – Innovate – Sell – Succeed)-აღნიშნულია ინფორმაციაში.როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, უნივერსიტეტი მკაფიოდ უჭერს მხარს ინოვაციებსა და თანამედროვე საინჟინრო განათლების განვითარებას.„სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა, რომელიც ერთ-ერთი ტრადიციული და ისტორიული ფაკულტეტია, 2024-2025 სასწავლო წელს არაერთი მოკრძალებული ინიციატივა განახორციელა. მათგან რამდენიმეს გამოვარჩევდი, კერძოდ: აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტმა, ადმინისტრაციული დეპარტამენტების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, წარმატებით განახორციელა მნიშვნელოვანი საგრანტო ინიციატივები, მათ შორის - პროექტი ReINNOVA, რომელიც განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხელს უწყობს კვლევებისა და ინდუსტრიებთან თანამშრომლობის ინტეგრაციას. ამავე კონტექსტში გამოვარჩევთ ERASMUS+ LISS24 პროექტს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს განივითარონ პრაქტიკული და მეწარმეობრივი უნარები, განსაკუთრებით B2B გაყიდვების კუთხით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, მათ შორის, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა თუ ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით.მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ინფრასტრუქტურის განახლებაშიც. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, წელს სრულად განახლდა სველი წერტილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა I სასწავლო კორპუსში, განახლდა ე.წ. სტუდენტური სივრცეები, გარდა ამისა, საერთაშორისო პროექტების ეგიდით და უნივერსიტეტის რექტორის პირადი ჩართულობით, დასრულდა თავისი შინაარსითა და კონცეფციით გამორჩეული „ფიქრისა“ და „B2B გაყიდვების“ ლაბორატორიების კეთილმოწყობა და აღჭურვა. აღსანიშნავია ინდუსტრიის მონაწილეობა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ამ მხრივ სასიხარულოა, რომ კომპანია „ავტოტექნოს“ მხარდაჭერით, კეთილმოეწყო და აღიჭურვა კომპანიის სახელობითი „სასწავლო ცენტრი“, მემაცივრეთა რეციკლიზაციის ასოციაციის თანადგომით კი, განახლდა და კეთილმოეწყო სამაცივრო ტექნიკის ტექნიკოსების მოსამზადებელი პროგრამა. საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სრულად განახლდა გრაფიკული დიზაინის კლასი და აღიჭურვა უახლესი ტექნიკით. ჯამში, სააკრედიტაციოდ განაცხადი გაკეთდა 5 ახალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. გამოსარჩევია, რომ წელს ფაკულტეტმა მოიპოვა ახალი და ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის - „სამეწარმეო მენეჯმენტის“ განხორციელების უფლება, რომელიც ერთადერთია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კუთხით. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამონაწილეობით გამოიცა არაერთი სტატია თუ სამეცნიერო ნაშრომი. კვლევითი თვალსაზრისით, მათ შორის გამოირჩევა სამეცნიერო პროექტი, რომელიც ეხება ინდუსტრია 4.0-თვის საჭირო ტექნოლოგიებზე ფართოზოლოვანი ანტენებისა და ინოვაციური პოლიმერული ელექტრონიკის კვლევას. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მუდმივად საქმის კურსშია და სრულად უჭერს მხარს ფაკულტეტის განვითარებასა და საერთაშორისო ჩართულობას. ის დიდი პოტენციალი, რომელიც ფაკულტეტს გააჩნია, გვიქმნის მყარ საფუძველს, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც განათლებისა და ინოვაციების ჰაბი“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

ტატა ხვედელიანი – ე.წ. მმართველი პარტიის პრეროგატივაა, როგორ გადაწყვეტენ მანდატების საკითხს, თავის დროზე ვთქვით, რომ არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას და მკაცრად მივყვებით ჩვენს...

ე.წ. მმართველი პარტიის პრეროგატივაა, როგორ გადაწყვეტენ მანდატების შეჩერების საკითხს. თავის დროზე ვთქვით, რომ არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას და მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ისინი არ არიან რევოლუციონერები და აღიარებენ ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.„დადგინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული არავინ არ არის, არცერთი მოქალაქე, არცერთი პოლიტიკოსი. ვხედავთ ბოლო დღეებში და, ზოგადად, 2024 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ვხედავთ საკანონმდებლო ცვლილებებს და ძალადობრივ აქტებს, რომლებსაც ე.წ. მმართველი პარტია ახორციელებს. აქედან გამომდინარე, მანდატების შეჩერება მათი პრეროგატივა არის, როდის და როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს. ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, თანმიმდევრულად და მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ამ მიმართულებითაც ეს არის მათი პრეროგატივა, იმსჯელებენ თუ არ იმსჯელებენ და როდის იმსჯელებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების დასრულებისთანავე, მაშინ როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები ზეიმობდნენ, ხედავდა ამ მოცემულობას. პირველებმა ვთქვით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უმძიმეს დარღვევებით და ეს იყო არჩევნები, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვახორციელეთ ის ნაბიჯები, რაც გადავდგით. უარი ვთქვით საპარლამენტო მუშაობაზე და არ მიგვიღია მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში დღემდე. არ მიუღიათ ჩვენს ე.წ პარლამენტის დეპუტატებს ხელფასები, ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც ითვალისწინებდა რეჟიმთან ბრძოლას იმ ფორმებით, რა ფორმებითაც რეჟიმთან, ბოლო თვეებია, ვიბრძვით. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის ის, რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც აღიარებს ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ არჩევნების ინსტრუმენტს, რათა დისკომფორტი შევუქმნათ ჩვენს ე.წ ხელისუფლებას. ასევე, ბოიკოტს არ ვეთანხმებით ბოიკოტისთვის, თუმცა ჩვენ რომ დღემდე არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, ესეც ჩვენი არჩევანია. ვთვლით, ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას და, შესაბამისად, ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა ხვედელიანმა.

გია ვოლსკი – ოპოზიციის მხარდამჭერებმა იხილეს, რომ იმ ადამიანებთან აქვთ საქმე, ვისაც საქართველოს დამარცხება და ნგრევა სურს, მწყერი, რომელიც ხეზე ვერ ჯდება, ვერასოდეს შედგება

ოპოზიციის მხარდამჭერებმა იხილეს, რომ იმ ადამიანებთან აქვთ საქმე, ვისაც საქართველოს დამარცხება და ნგრევა სურს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მწყერი, რომელიც ხეზე ვერ ჯდება, ვერასოდეს შედგება, ეს არის სალომეც, პაატაც და არაერთი სხვა ლიდერი.„ისეთი პლატფორმა არსებობს, სადაც ის ადამიანები არიან დარეგისტრირებული, ვისაც „ქართული ოცნება“ არ უნდა და უნდა ზურა ჯაფარიძე ან ელენე ხოშტარია. ასეთი ადამიანების სია არის და ზუსტად ვიცით, ვინ ვის მისცა ხმა. ისეთი ადამიანების იგნორი მოახდინეს, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ და თქვეს, არჩევნები გაყალბდაო. თუ მათ არგუმენტები ჰქონდათ, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურაში მივიდნენ. ვერ მივიდნენ. ახლა აქცენტი საგარეო კურსის ცვლილებაზე გააკეთეს. ვინც ამ სისულელეს მხარს უჭერს, მათი ვინაობა ცნობილია – ზოგი მათგანი რუსთაველის გამზირზე დგას და საქართველოში ცეცხლის გაჩაღებას ცდილობს, ზოგიერთი კი არჩევნებს ელოდება. საქართველოში ტერორი არ ბოგინებს წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით. პლატფორმებზე საუბრობენ, რადგან დამფინანსებლებს დაანახონ, ვითომ რაღაცას აკეთებენ. პერფორმანსების რაოდენობა გაზარდეს, რათა დამატებითი დაფინანსება გაზარდოს რევოლუციურმა გეგმამ. ვერანაირი პლატფორმა იმაზე უფრო ძლიერი ვერ იქნება, რაც არჩევნების წინ იყო, პირიქით, გაცილებით უფრო სუსტი არიან, რადგან მათმა მხარდამჭერებმა იხილეს, რომ იმ ადამიანებთან აქვთ საქმე, ვისაც საქართველოს დამარცხება და ნგრევა სურს. მწყერი, რომელიც ხეზე ვერ ჯდება, ვერასოდეს შედგება. ეს არის სალომეც, პაატაც და არაერთი სხვა ლიდერიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქართველმა ქალმა საბერძნეთში 65 ჰექტარი ტყე გადაწვა – რას წერს მედია

30 წლის ქართველმა ქალმა საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე 65 ჰექტარი ტყე გადაწვა.კუნძულზე ხანძრის 85 კერა გაჩნდა.ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველმა ქალმა ბრალი უკვე აღიარა. მისი თქმით, 23 ივნისს სიგარეტის ნამწვი იმ ადგილას ჩააქრო სადაც ხანძარი გაჩნდა.მედიის ინფორმაციითვე, ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობს.ხანძარი კვირა დღეს გაჩნდა და მისი ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო სიახლეები