საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში ჩავიდა.
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს.
საქართველოს პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა.