პარასკევი, აპრილი 10, 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, ეთერ სვიანაიძე, პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარლამენტის მედლით დააჯილდოვა.

ირაკლი კობახიძემ მედალი ეთერ სვიანაიძეს მისი პარლამენტში საქმიანობის 50 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადასცა.

„ეთერ სვიანაიძე ჯერ კიდევ მაშინ ემსახურებოდა საქართველოში პარლამენტის დამკვიდრებას, მის განვითარებას, როდესაც პარლამენტი ჯერ კიდევ, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ეს 50 წელი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში მუშაობის 50 წელი. ამ წლების უკან არ დგას მხოლოდ სამუშაო სტაჟი, ამ 50 წლის უკან დგას სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და პარლამენტის წინაშე ძალიან დიდი წვლილი, რასაც ყველა ვაფასებთ ყველა ის ადამიანი, რომლებიც პირადად ვიცნობთ ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს და ვისაც მის შესახებ სმენია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეთერ სვიანაიძის საპატივცემულოდ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთერ სვიანაიძე, საუკეთესო მაგალითს აძლევს საჯარო მოხელეთა მომავალ თაობებს.

„გარდა იმისა, რომ ის არის ძალიან დიდი პროფესიონალი, რომელიც საუკეთესო მაგალითს აძლევს მომავალ თაობას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს საჯარო სამსახურს, ქვეყნის სამსახურს, ამასთან ერთად, ქალბატონი ეთერ სვიანაიძე არის შესანიშნავი პიროვნება, ბრწყინვალე პიროვნება და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც მას პირადად იცნობს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას სახელით, მადლობის სიტყვებში ყველა შემომიერთდება, მადლობა გადავუხადო ძალიან დიდი წვლილისთვის, ძალიან ერთგული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს პარლამენტის წინაშე, მინდა ვუსურვო დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე და საქართველოს პარლამენტში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ძალიან დიდხანს ყოფნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეთერ სვიანაიძე პირველია, რომელსაც წლების წინ დაწესებული ეს საგანგებო ჯილდო – პარლამენტის მედალი გადაეცა.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დაწესდა საგანგებო ჯილდო – საქართველოს პარლამენტის მედალი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ეს ჯილდო ჯერჯერობით არავის გადასცემია და პირველი კავალერიის სტატუსის მინიჭების ერთადერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, იყო ქალბატონი ეთერ სვიანაიძე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია, საქართველოს პარლამენტის სახელით, ქალბატონ ეთერს გადავცე ეს ძალიან საპატიო ჯილდო“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეთერ სვიანაიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „პარლამენტი მისი ოჯახია. “

„ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის. იცოდეთ, რომ ეს ჩემი ოჯახია. 50 წელი ცოტა არ არის. მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობდი და მთელი ჩემი ძალა და ენერგია ამ სამსახურს შევალიე. თუ ენერგია მეყოფა, რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებ“,- განაცხადა საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა.

ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის საიუბილეო თარიღი 2018 წელს შეუსრულდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუნდაძე ოპოზიციაზე: კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა

კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ოპოზიციური ალიანსი საკუთარ პერსპექტივას სწორედ აღნიშნულში ხედავს.„საქართველოს არ აქვს არც რესურსი და არც უფლება გლობალურ კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს ჰქონდა ასეთი როლი მინიჭებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, მაგრამ საქართველოს ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, მისი მასშტაბიდან, მისი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს არც რესურსი და არც უფლება მიიღოს მონაწილეობა გლობალურ კონფლიქტებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო წარმატებით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას.„ვხედავთ, რომ კონფლიქტები არ ნელდება. ძალიან დიდი შანსია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთი შესაძლო რეალობის მომსწრე ვიყავით სულ რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად ზღვარზე იყო, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო მესამე მსოფლიო ბირთვულ ომად. ორი კვირით ეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რით გაგრძელდება?! არაპროგნოზირებადია ასეთ ვითარებაში მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონი.ამიტომ საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთი ქმედებაა მომგებიანი, შესაძლოა ხვალ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს ამას და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო.მშვიდობის ფასი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ორი კონფლიქტია და ერთ კონფლიქტთან გვაშორებს მხოლოდ შავი ზღვა - უკრაინას ვგულისხმობ და ახლო აღმოსავლეთთანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა.ამიერკავკასიაშიც საკმაოდ საყურადღებო ვითარებაა. ჩრდილოეთ მეზობელიც არის დიდ გლობალურ საომარ თამაშებში ჩართული და ასევე მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო არის „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ მან აქცენტი უნდა გააკეთოს მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ამით შეინარჩუნებს ამიერკავკასიაში დომინანტის ფუნქციას.

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა – ბერძნული მედია

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა.ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანში საომარი მოქმედებების დასრულების გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის სარდლობამ ახალი მითითებები გამოსცა, რომელთა მიხედვით, იერუსალიმში მდებარე ყველა წმინდა ადგილი მნახველებისთვის გაიღება.მედიის ინფორმაციით, მომლოცველებისთვის გაიღება, როგორც მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ისე ტაძრის მთა და გოდების კედელი.პოლიცია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეულობით პოლიციელი იერუსალიმში განლაგდება, რათა ძირითადი გზები და ძველი ქალაქი დაიცვას.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა – „ვფიქრობ, ჩვენ უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.ტრამპის თქმით, ცეცხლის მყიფე შეწყვეტის ფონზე ნეთანიაჰუს სთხოვა, ლიბანთან დაკავშირებით „უფრო თავშეკავებული“ ყოფილიყო.„მე ვესაუბრე ბიბის და ის ამას თავშეკავებულად გააკეთებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ისრაელელები ლიბანში ოპერაციებს ამცირებენ.ამასთან, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ. მისი თქმით, ირანის ლიდერები კერძო საუბრებში უფრო მოქნილები ჩანან.„ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან. თანხმდებიან ყველაფერზე, რაზეც უნდა დათანხმდნენ. გახსოვდეთ, ისინი დამარცხებულები არიან, მათ სამხედრო ძალა აღარ ჰყავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები