სამშაბათი, ივნისი 3, 2025

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით.

„შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც, მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ჩვენ ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. მეგობარ აქტს და მოცემულია ჩვენი შეფასებები, პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავთ, ერთი მხრივ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე ყველა ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ, სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიცირებული. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს. ამ საკითხზე მე ვიქნები მომხსენებელი და განხილვები უკვე ხვალ შედგება პარლამენტში როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.

ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, რომ ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც, როგორც ვნახეთ, თავადაც შეუცვალეს სახელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა, რაც იქ ამოვიკითხეთ, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც, სინამდვილეში, საქართველოში არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, არგუმენტებზე, მყარ ფაქტებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, რა არის რეალობა, ასევე გავაკეთოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება, რაც ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის სახით. ასე რომ, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც იხილოს. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას პარლამენტის განცხადების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვა დეტალები უცნობია. იოსებ ჭელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, შს მინისტრად გელა გელაძე მიმდინარე წლის 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას ასევე 2019 წლიდან ხემძღვანელობდა.

🎥ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა… – თაკო ჩარკვიანი

ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა... - განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცე“.„თბილისის არჩევნების წართმევა არავის შეუძლია, თუკი ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მიტაცებულია ეს არჩევნები და მიტაცებულია სახელმწიფო. ჩემთვის სახელმწიფო ბერკეტი მიტაცებულია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა – აქ 19 წლის ბიჭი ჩამოვედი, თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემი განვითარებისთვის

გიორგი ქოჩორაშვილი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა „ლევანტეს“, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 2024/2025 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.ქოჩორაშვილმა მადლიერება გამოხატა „ლევანტეს“ გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ:„გამარჯობა, გულშემატკივრებო. უპირველესად, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ვარჯიშის დროს ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობა მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს ბოლომდე მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.მადლობა ყველას, ვინც „ლევანტესთან“ არის დაკავშირებული – 19 წლის ასაკში პატარა ბიჭი ჩამოვედი და კაცი მივდივარ. თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემს განვითარებაში. ეს არ არის დამშვიდობება, აუცილებლად შევხვდებით მომავალში“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2025/2026 წლის სეზონში გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ღიაა სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად

აშშ-ის პრეზიდენტი ღიაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სტამბოლში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ღიაა შესახვედრად, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ვნახეთ, როგორ შეძლო ორივემ მხარემ ამის გაკეთება“, – თქვა ლევიტმა.შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს. აღნიშნულზე, მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმაც.

ბოლო სიახლეები