საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად მსოფლიო ჩემპიონები – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) დაასახელა.
ბაზაძემ თბილისში გამართული ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ლიპარტელიანმა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე გაიმარჯვა.
გალა დაჯილდოებაზე დამსწრეებს წარმატებული 2026 წელი უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.
ოლიმპიურმა კომიტეტმა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინა:
2025 წლის საუკეთესო ფედერაცია – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი – კახაბერ მოცრაძე (ძიუდოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი)
2025 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელები – მეგი ქადაქიძე (ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა)
2025 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ორგანიზაცია
ოლიმპიური კომიტეტისგან ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ – პაატა ნაცვლიშვილი (სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ჟურნალისტი, პუბლიცისტი) და ელენე ბილიხოძე (საქართველოს პირველი რადიოს წამყვანი)
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში – თორნიკე შენგელია (კალათბურთი)
2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სპორტის სახეობებში – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა)
2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“ – ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა)
2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“ – ვახტანგ ლოლუა (ბერნულ-რომაული ჭიდაობა)

