საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.
მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

