საქართველოს ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში კაბო ვერდეს მასპინძლობს.
შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს. ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საბა ლობჟანიძემ გოლად აქცია. 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები 1:0 დაამარცხა.