ახალ ზელანდიაში დაიწყო ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ნიკიტა ბუკიას ანგარიშზეა, თითო შაიბა ტიმურ ბეშაროვმა და კონსტანტინ გავრილენკომ მიითვალეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკიტა ბუკია დასახელდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 28 აპრილს ახალი ზელანდიასთან გამართავს.
დარჩენილი თამაშების განრიგი:
28 აპრილი | საქართველო – ახალი ზელანდია
(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 წაგება)
30 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი
(ურთიერთშეხვედრები: 6 თამაში, 3 მოგება, 3 წაგება)
2 მაისი | საქართველო – ტაივანი
(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 მოგება)
3 მაისი | საქართველო – ტაილანდი
(ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, 1 მოგება)
პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;
ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;
მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.