ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირზე ჩვენი გუნდის სახელით ასპარეზობდნენ: ანზორ ხმიადაშვილი, გიორგი მაზიაშვილი, დავით ლორიაშვილი, პაატა მერებაშვილი და მინდია ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯამში მოპოვებული 13 ოქროს, 14 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა.