საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიას შეხვდება და სომხეთთან ერთა ლიგის „ბ“ დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრებს.
მეტოქე გუნდები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 22 მარტს ივარჯიშებენ. ასევე, გაიმართება მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენციები.
ერევანში გამართული პირველი მატჩი „ჯვაროსნებმა“ 3:0 მოიგეს და წყვილის ფავორიტები არიან. ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა საქართველოს ნაკრებსა და სომხეთს შორის 23 მარტს „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
22 მარტის განრიგი | დინამო არენა
15:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
16:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
17:00 სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30 სომხეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)