პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

საქართველოს ნაკრების მეტოქეები 13 დეკემბერს გამოვლინდებიან – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრის თარიღი გაირკვა

ევროპის ნაკრებებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2024 წლის 13 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდებიან.

წილისყრის შედეგად შეიქმნება 12 ჯგუფი (ზოგი ჯგუფი ოთხგუნდიანი იქნება, რამდენიმე კი – ხუთგუნდიანი). ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებიან, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში მიიღებენ მონაწილეობას.

წილისყრის კალათების საბოლოო მდგომარეობა ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეულია, რომ საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება. პირველ კალათაში ადგილი გაინაღდეს საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის, ბელგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა.

მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ...

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა. „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბესო ხარძიანი: ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს

ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. „საზოგადოების გარკვეული ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით „მოწამლეს“ ბოროტულმა სისტემამ, არ ვიცი როგორ მოახერხეს, არ მინდა რომ შეცდომაში შეიყვანონ. მეც მათ ხელა ვიყავი, 18-19 წლის, როდესაც მამაჩემი დაიჭრეს, ნარკოტიკული საშუალება პირში ჩაუყარეს და ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს როგორ უსჯიდნენ 8 წელს. არ მინდა, რომ იგივე გზა გაიარონ, თორემ მე არც მათი მობრუნების მეშინია, ვინც არ უნდა დამეკარგა, ის უკვე დავკარგე. აქ გულის გადასაშლელად კი არ მოვედი, არამედ იმის სათქმელად, რომ ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის...

ზიზღის ენით საუბარი დაიწყო სწორედ ჩვენმა ოპოზიციამ და პასუხიც მიიღეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“. „ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში. თუ ვისაუბრებთ მორალის ჭრილში, აქაც ძალიან მარტივი არჩევანია. იქით მხარეს არის უჩა აბაშიძე და მისი მორალის ხალხი და მეორე მხარეს არის ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი სამშობლო, ჩვენი პატრიოტიზმი, ოჯახი, ეკლესია და სარწმუნოება. ამ ორს შორისაა არჩევანი და არჩევანი და ძალიან მარტივი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა – ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება

ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მისი თქმით, ოპოზიცია 27 ოქტომბრისთვის ემზადება. „შეიძლება ოპოზიციას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა იმედი, რომ უცხოეთიდან განცხადებებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლით ისინი შეძლებდნენ ქართველი ხალხის რწმენის რყევას, მაგრამ დღეს სრულ უიმედობაში არიან და ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება. ისინი ვერ ატარებენ საარჩევნო კამპანიას, მათ არ აქვთ არანაირი გეგმა წარმოსადგენი, არ იციან რა უთხრან ხალხს. მათ გათვლა აქვთ 27 ოქტომბერზე, რომ ქუჩაში ხალხს გამოიყვანენ, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ამის შანსი არ აქვთ. როდესაც მუხტი არაა, როდესაც ხალხი ხედავს, რომ არჩევნები არ ყალბდება, ქუჩაში არავინ გამოვა. სხვათა შორის, ამას ხედავენ მათი უცხოელი პატრონებიც, ბოლო დღეებში გარკვეულწილად შეიცვალა რიტორიკა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები