კატარში 2027 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.
ევროპის ზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალეკსანდერ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში მეორე რაუნდში B ჯგუფის სამ საუკუეთესო გუნდთან გაერთიანდება.
A ჯგუფი:
- D კვალიფიკაციის მეორეადგილოსანი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია)
2. საქართველო
3. A კვალიფიკაციის გამარჯვებული (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა)
4. ესპანეთი
ასევე ცნობილი გახდა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი. საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 2025 წლის 27 ნოემბერს თბილისში დაიწყებს, ხოლო 2026 წლის 5 ივლისს ასევე თბილისში ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებს.27 ნოემბერი, 2025 – საქართველო VS უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი
30 ნოემბერი, 2025 – ესპანეთი VS საქართველო
27 თებერვალი, 2026 – ხორვატია/დანია/ნორვეგია VS საქართველო
2 მარტი, 2026 – საქართველო VS ხორვატია/დანია/ნორვეგია
2 ივლისი, 2026 – უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი VS საქართველო
5 ივლისი, 2026 – საქართველო VS ესპანეთი
მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა, სადაც B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, ჩრდ/მაკედონია/რუმინეთი/უნგრეთი) სამ გუნდს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს.
მსოფლიო პირველობა კალათბურთში 2027 წლის აგვსტო-სექტემბერში კატარში ჩატარდება.