სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

“საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავრჩეთ მარტო, მით უფრო – ოკუპირებული ქვეყანა” – ანა ბუჩუკური

მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კრიტიკას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ელჩს საკუთარი ფუნქცია ვერ გაურკვევია.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს მარტო.

“რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკაზე, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავრჩეთ და არ ვიყოთ მარტო, მით უფრო – ოკუპირებული ქვეყანა, მითუმეტეს იმ პირობებში, რაც ხდება რეგიონში”, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირში ერთსულოვნებას მოითხოვს და სამწუხაროა, რომ ეს ერთსულოვნება არ არსებობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც ელჩს ვერ გაურკვევია, რა არის მისი ფუნქცია. მისივე თქმით, ჰერჩინსკის თავი პროკურორი ჰგონია, რომ საქართველოში დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ – საგანგებო გაფრთხილება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას აფრთხილებს.„გაცნობებთ, რომ დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელსაც 112 აგზავნის.

„მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გიორაო შეუფარდა.პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.„შედეგად, „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი, არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები.

„მადლობა, გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების გუნდს… თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება“ – მოქალაქე

ხულოს მუნიციპალიტეტში, მეხანძრე მაშველებმა და ექიმებმა, ადგილობრივ ხასან ჩოგაძეს გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს.დიდთოვლობის მიუხედავად, სწრაფი რეაგირების გამო, ინგა შავაძე ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურსა და ადგილობრივ მედპერსონალს მადლობას უხდის და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.„მადლობა იმდენად უმნიშვნელოა დღევანდელი გადარჩენილი სიცოცხლისთვის... მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ხულოს სახანძრო სამაშველოს უფროსს ბატონ ლევან დეკანაძეს და მის გმირ ბიჭებს. თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება... მადლობა და უდიდესი მადლიერება ექიმებს, შორენა ბოლქვაძეს და ირაკლი სურმანიძეს. თქვენ ჩვენი იმედი ხართ. დროულად გამოწვდილი ხელისთვის ჩვენი ოჯახის მადლიერება... თქვენი დახმარებით მრავალსულიან ოჯახს აჩუქეთ სიცოცხლის გაგრძელება. მადლობა გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების და მედპერსონალის გუნდს. ახლა კარგადაა მეგობრებო“, - წერს ინგა შავაძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე – ოპოზიცია სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს!

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში თოვლით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება.როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს."რა კავშირი აქვს, რადიკალურ ოპოზიციას და ჩერნობილის სოკოს? ჩერნობილის სოკო - რადიაციითა და გამა გამოსხივებით იკვებება... ოპოზიცია - სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები