კვირა, ივნისი 1, 2025

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 25:16 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულეს გათამაშება.

სულ რუმინეთი დღემდე 21 შეხვედრიდან 11-ჯერ დავამარცხეთ, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების – 392:356.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს

,,ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას''-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

ბოლო სიახლეები