0 0
Read Time:34 Second

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს ესტუმრა და 64:0 დამარცხა. ბორჯღალოსნებმა 10-ჯერ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი.

მატჩის პირველ ნახევარში ლელოები გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩვამ დაამიწეს. მეორე ტაიმში კი თავი ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, ოთია გიორგაძემ, ზურა ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ თითო-თითოჯერ, გიორგი კვესელაძემ კი ორჯერ გამოიჩინეს. საქართველო – გერმანიის ნაკრებებს შორის სარაგბო დაპირისპირება უკვე მეშვიდედ შედგა, შვიდივე შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს.

ამის შემდეგ რაგბში, ევროპის ჩემპინატში ორ კვირიანი შესვენება გამოცხადდება. ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები მარტში განახლდება. ჩვენი გუნი ესპანეთს უმასპინძლებს. ეს მატჩი 3 მარტს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე 18 საათზე დაიწყება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნემა ქუთაისში ბელგიის გუნდს უმასპინძლეს და 47:0 დაამარცხეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები