ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტამაშ ვარგას შეხვდა. პაატა პატიაშვილმა უნგრელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ხაზი გაუსვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს; მხარეებმა ისაუბრეს უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

პაატა პატიაშვილმა ტამაშ ვარგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესი გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს. მან უნგრული მხარის მიერ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში საქართველო- უნგრეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში იმყოფება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქრისტეშობა-შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება...

დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!

დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი კიბოს რისკს ზრდის – ახალი კვლევა

მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი პირის ღრუს კიბოს რისკს 50%-ით ზრდის.პირის ღრუს კიბო გლობალურად მე-11 ადგილზეა გავრცელებით და განსაკუთრებით ხშირია სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში.ახლახან მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება თამბაქოსთან ერთად, რაც სამხრეთ აზიაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით მძიმე კომბინირებული ეფექტია.კვლევამ, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში BMJ Global Health, დაადგინა, რომ ეს კომბინაცია შესაძლოა ინდოეთში პირის ღრუს კიბოს შემთხვევის თითქმის ორი მესამედის მიზეზი იყოს.

ანტონიუ გუტერეში – ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო და განაცხადა, რომ „საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული“. ამის შესახებ ნათქვამია გუტერეშის წერილში, რომელიც მისმა მოადგილემ, როსმარი დიკარლომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წაიკითხა.სხდომაზე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.„მე ღრმად ვარ შეშფოთებული ვენესუელაში არასტაბილურობის სავარაუდო ინტენსიფიკაციის გამო, ასევე რეგიონზე პოტენციური ეფექტით და იმ პრეცედენტით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ვენესუელაში ვითარება, უკვე მრავალი წელია, არის როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო შეშფოთების საგანი. ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება გაიზარდა ვენესუელაში 2024 წელს ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საარჩევნო ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც მე დავნიშნე ვენესუელის მთავრობის მოთხოვნით, ხაზი გაუსვა სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით სრულ გამჭვირვალობას და არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას“, – ნათქვამია გუტერეშის წერილში.ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო სამართალი.„მე მუდმივად ხაზს ვუსვამდი ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვის იმპერატიულობის მნიშვნელობას, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა, რომელიც ქმნის საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ვენესუელის საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, ჩაერთონ ინკლუზიურ და დემოკრატიულ დიალოგში, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ყველა სექტორს შეეძლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვრცელდება გოგა მანიას ახალი ვიდეომიმართვა:„თქვენს გარეშე სამყარო არაფერი იქნებოდა, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ იგივეს გისურვებთ. დაე გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს, ყველას გილოცავთ 2026 წელს“- ამბობს გოგა. 

ტემპერატურა -11° გრადუსამდე დაეცემა! – განახლებული ამინდის პროგნოზი

6  იანვარი - სამშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით  -8, -3°, დღისით +2, +7°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -6°-მდე, დღისით +8, +13°;  მთაში ღამით -10, -5°,  დღისით +3, +8°, მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით +1, +6°.7  იანვარი - ოთხშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, ზოგან -1°-მდე;  დღისით +13, +18°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -8°-მდე, დღისით +5, +10°, ზოგან  +14°-მდე;  მთაში ღამით -9, -4°, დღისით +3, +8°,ზოგან +11°-მდე; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით -1, +4°, ზოგან  +8°-მდე.8  იანვარი - ხუთშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, ზოგან -6°-მდე, დღისით +9, +14°, მთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -12, -7°,  დღისით -1, +4°, ზოგან +8°-მდე.

ბოლო სიახლეები