ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო. შესაბამის ვიდეოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, სამ დღეში კი სტუმრად ალბანელებს შეხვდებიან. „ჯვაროსნების“ შემადგენლობა ამ მატჩებისთვის ვილი სანიოლმა რამდენიმე დღით ადრე დაასახელა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა ბექაური – მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მედიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევაა, რაც მაყურებელს ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებებით მაუწყებლებს დაევალათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჟურნალისტური სტანდარტით ისედაც ევალებოდათ, თუმცა ვინაიდან ეს არ იყო საკმარისი, საჭირო გახდა კანონით დარეგულირება.კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მაყურებელს ჯეროვანი სიზუსტით მიაწოდოს, ასევე უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა და ფაქტი და მოსაზრება მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისგან.მისივე თქმით, ცვლილებები ასევე ავალდებულებს მაუწყებელს, რომ პირს, რომლის მიმართაც პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება მისცეს.„ნებისმიერმა ჟურნალისტმა ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე იცის, რომ ფაქტი არ უნდა დაამახინჯოს, იცის, რომ მიუკერძოებლად და სამართლიანად უნდა გააშუქოს ნებისმიერი მოვლენა და ასევე თუ საკითხი ეხება ადამიანს, იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხის გაცემის უფლება. ეს საკითხები, რომელიც რეგულირებაში გადავიდა 9 თვის წინ, ეს საკითხები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დიდი ხანი იყო, 2009 წლიდან სავალდებულო იყო მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის მისი დაცვა, თუმცა მისი დაცვა და დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება ხდებოდა თვითრეგულირების ორგანოში, რაც არ იყო ეფექტიანი. ამიტომაც ჩვენ, ბრიტანული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგის მიხედვით, ევროპის აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ამასთან, როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, ტელევიზიების ბოლო ხუთი წლის ჯარიმების რაოდენობა ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის კრიტიკა უსაფუძვლოა.მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ „იმედს“ ექვსი წერილობითი გაფრთხილება და ხუთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა; ტელეკომპანია „პირველს“ ექვსი გაფრთხილება და ერთი ფინანსური ჯარიმა ჰქონდა; „მთავარ არხს“ ექვსი გაფრთხილება და ხუთი ჯარიმა დაეკისრა, „რუსთავი 2“-მა კი ოთხი გაფრთხილება და ოთხი ჯარიმა მიიღო; „ფორმულას“ რვა წერილობითი გაფრთხილება და ორი ფინანსური ჯარიმა უფიქსირდება; „პოსტივის“ კი ორი გაფრთხილება აქვს.„ეს კანონი სრულად ევროპულია და ზუსტად ბრიტანული კანონის ანალოგია. კრიტიკა და თავდასხმები, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, გარკვეულ ჯგუფებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ეს ბრალდებები და კრიტიკა არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ კანონის აღსრულება, როგორც იცით უკვე დავიწყეთ და 11 საჩივარი უკვე განვიხილეთ, სამი საჩივარი მიმდინარეა. ამ 11 საჩივრიდან ნახევარი არის ზუსტად იმათ მხრიდან შემოტანილი, ვინც ცხრა თვის წინ კანონის მიღებისას ჩვენ და პარლამენტს გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ ცუდია, ისინი დღეს თავად სარგებლობენ ამ სიკეთით“, – განაცხადა ბექაურმა.მისივე თქმით, ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, სტანდარტის ამაღლება და მაყურებლების ინტერესების დაცვაა, რაზეც ბოლო წლებში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების მინიმალური ოდენობა და სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

ვლადიმერ პუტინი – შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული

შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული“, - განაცხადა პუტინმა.პუტინის ცნობით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს.

ტრამპი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არ შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი.„უნდა გავარკვიოთ, სად არიან ახლა ისინი და რას უპირებენ ბირთვულ იარაღს. მათ არ შეუძლიათ შექმნან ატომური იარაღი. მათ უნდა შეაჩერონ ბირთვული იარაღის შექმნა“, - განაცხადა ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუს დროს.თეთრი სახლის ლიდერი აგრეთვე ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ის თეირანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა, ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეების მოკვლა გადაიფიქრა.„ისინი 837 ადამიანის ჩამოხრჩობას აპირებდნენ. მე მათ ვუთხარი: „თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ“, - დასძინა ტრამპმა.მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის ხელისუფლება ხალხს ქუჩებში აღარ მოკლავს.

 დაბადების დღის ტორტზე ერთი სურვილი – მხოლოდ ხუთი წლისაა… და დედის გამოჯანმრთელებაზე ჩაფიქრებული სურვილი- „ხათუნა მალე მორჩესო”…ტკივილსა და იმედს შორის მებრძოლი დედის ემოციური ისტორია

 დაბადების დღის ტორტზე ერთი სურვილი - მხოლოდ ხუთი წლისაა… და დედის გამოჯანმრთელებაზე ჩაფიქრებული სურვილი- „ხათუნა მალე მორჩესო''...ტკივილსა და იმედს შორის მებრძოლი დედის ემოციური ისტორია''ტკივილი… ფოტოში ხმა არ ისმის, ყრუ ყმუილი ტკივილისგან, დროზე გაგიაროს რომ ელოდები და მზის სიმხურვალის იმედიც გაქვს წამალთან ერთად. ყველაზე მეტად ტკივილი მაკარგვინებს იმედს, ძალას, ენერგიას, რომ ცოტაც და დასრულდება ეს საშინელი პერიოდი… როგორ ველოდები, როგორ მინდა გავუძლო, როგორ ვცდილობ, არ ჩავიქნიო ხელი არაფრით.ჩემმა რეზიკომ, გუშინ 5 წლის გახდა და ტორტზე სანთლების ჩაქრობისას “ხათუნა მალე მორჩესო” ჩაიფიქრა, თურმევიტირე… რანაირად? მხოლოდ 5 წლისაა. ჰოდა, სურვილის ასრულებაში მეც უნდა შევიტანო წვლილი, ვიბრძოლო, ყრუდ კი არა, უნდა ვიღრიალო ტკივილისას და მაინც გავუძლო და რეზიკო დიდი ბიჭი რო იქნება, ისეთი მაგარი ბიჭი იქნება, უბედნიერესი ვიყოP.s. ეს ფოტო მამამისმა გადამიღო. დაბადების დღეს გერმანიაში ვიქნებიო რომ უთხრა, არა უშავსო, ხათუნას ხო დახმარება უნდაო. ყველაფერზე კი ვტირივარ, ისე მაქვს ნერვები, მაგრამ ეს რაღაც სხვა ცრემლებია-ხათუნა სამნიძის ემოციური პოსტი

29 წლის ჭადრაკის დიდოსტატი მოულოდნელად გარდაიცვალა! – ცნობილი ხდება ექსპერტიზის დასკვნა

ცნობილი ხდება, 29 წლის ჭადრაკის დიდოსტატის, დანიელ ნაროდიცკის გარდაცვალების მიზეზი.ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის ორგანიზმში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა აღმოჩენილი. ტოქსიკოლოგიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის მთავარი სამედიცინო ექსპერტის ოფისმა მოამზადა და NBC News-მა მოიპოვა, გარდაცვალების დროს ნაროდიცკის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო:  მეტამფეტამინი, ამფეტამინი, 7-ჰიდროქსიმიტრაგინინი, მიტრაგინინი.ნაროდიცკი საკუთარ სახლში გარდაცვლიი 19 ოქტომბერს იპოვეს.ნაროდიცკის დედამ Daily Mail-ს განუცხადა, რომ მისი შვილი გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ოჯახთან სტუმრობას გეგმავდა, ხოლო 9 ნოემბერს დაბადების დღის აღნიშვნასაც აპირებდა, რაც მიანიშნებს, რომ დოზის გადაჭარბება, სავარაუდოდ, შემთხვევითი იყო.

ბოლო სიახლეები