სამშაბათი, იანვარი 21, 2025

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ნოემბრის თვის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშს, რომლის თანახმადაც გასული თვის განმავლობაში ეკონომიკური აქტორების მხრიდან ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. მიმოხილვის მიხედვით, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, ოქტომბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში დაკლებულია. კერძოდ, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას, შედარებით მაღალი ზრდის ფარგლებში 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, ნოემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია.“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია-ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მოულოცა

ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია“. მასკმა ეს სიტყვები Capital One Arena-ზე წარმოთქვა, სადაც მოგვიანებით დონალდ ტრამპიც მივა და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ მხარდამჭერებს. „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. ეს იყო ჩანგალი კაცობრიობის ცივილიზაციის გზაზე. არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა. მე უბრალოდ მინდა, გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები“, – განაცხადა ილონ მასკმა. ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ილონ მასკი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. მასკი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული.

ვიდეო: გრიპის საწინააღმდეგო უებარი საშუალება – არუნ ხათრის რეკომენდაცია

სეზონური ვირუსები აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად, ორგანიზმს დაცვა სჭირდება. როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან და სურდოსგან - ამას აიურვედას სპეციალისტი, არუნ ხათრი განმარტავს. ვრცლად ↓

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის სიხარულის ცრემლები და მორიგი საოცარი გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში”

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” და უმაღლესი ქულები ჟიურისგან  

ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა – ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა, რომ საუკეთესო გუნდი აირჩია მთელ მსოფლიოში. „არცერთ პრეზიდენტს არ შეუძლია, აირჩიოს მომენტი, როდის შევა ისტორიაში, მაგრამ მათ შეუძლიათ, აირჩიონ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებენ“, – განაცხადა ბაიდენმა. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მიღწევებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდა პატიოსნების, ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. „არანაირი სკანდალი. არაჩვეულებრივია, რაც თქვენ გააკეთეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბრძოლას არ წყვეტს: „ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას“. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამშრომლებს მოუწოდა, დარჩნენ აქტიურები საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნება ეს საჯარო სამსახური, კერძო სექტორი თუ აკადემიური სფერო. ჯო ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ მათი მიღწევები და კანონები, რომლებიც მიიღეს, „მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გაიზრდება და აყვავდება“.

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება, ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა, მაგრამ ამ ერთს, ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა“ – ილონ მასკი

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება“, - ამის შესახებ, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება“. „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. იცით, არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამ ერთს, ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა და მე უბრალოდ მინდა გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. გმადლობთ. ცივილიზაციის მომავალი გარანტირებულია თქვენი წყალობით. მადლობა შენ. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები...“, - მიმართავს ილონ მასკი დონალდ ტრამპს.

ბოლო სიახლეები