ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა. ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200 ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო. ასევე, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით, 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა. კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. 5 ჯერ გაიზარდა თითქმის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე 5ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში ბევრია. ამისთვის ჩვენ გავქვს გეგმა, რომ გავაგრძელოთ კერძო სექტორის, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. განხორციელდება დამატებით 40 ათასი ჰა-ს უზრუნველყოფა და 20 ჰა-ს დაშრობა. აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიწის ბალანსის შედგენას მოახერხებს, მიწის რესურსების აღრიცხვას მოვახერხებთ და ასევე, 1 200 000 ჰა-ს სისტემური რეგისტრაცია განხორციელება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

OnlyFans-ის მფლობელი, მილარდერი უკრაინელი ბიზნესმენი, ლეონიდ რადვინსკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეონიდ რადვინსკი, უკრაინელ-ამერიკელი მეწარმე და პოპულარული პლატფორმის OnlyFans-ის მფლობელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი პრემიუმ კონტენტით, განსაკუთრებით ზრდასრულთა სეგმენტში, 43 წლისა გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას. თავად კომპანიამ გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა. ოჯახი ითხოვს, რომ მათი კონფიდენციალურობა დაცული იყოს.რადვინსკი პლატფორმის წარმატების სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც 2018 წელს ბრიტანელი დამფუძნებლის, ტიმ სტოკლისგან მისი მშობელი კომპანია, Fenix International, შეიძინა. მისი ხელმძღვანელობით OnlyFans-მა არაჩვეულებრივი ზრდა განიცადა, ფოკუსირებული იყო ზრდასრულთა კონტენტზე და ხელი შეუწყო მრავალი ინდუსტრიის გავლენიანი პირის გაჩენასა და განვითარებას.ნამდვილი გარღვევა პანდემიის დროს მოხდა, როდესაც ლოქდაუნებმა ციფრული პლატფორმების გაფართოება გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში OnlyFans-მა 300 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა, ხოლო მისმა წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს.ამ ზრდის წყალობით, რადვინსკის წმინდა ქონება დაახლოებით 4.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის ფასიანი ციფრული პლატფორმების ბაზარზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.მეწარმის გარდაცვალება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. მთავარი კითხვა ეხება კორპორაციულ მმართველობას და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომდევნო თვეებში იქნება მიღებული.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს.ისრაელის სამხედროების განმარტებით, შტაბი გამოიყენებოდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განყოფილებების საქმიანობის კოორდინირებისა და სიტუაციის შესაფასებლად. ის, ასევე, ბასიჯის ბატალიონებს განაგებდა.„დარტყმამდე სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის, გამოყენებულ იქნა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი სადაზვერვო მონაცემები“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
დეკანოზი შალვა კეკელია – საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული – ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა
ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა, თვითონ წმენდდა ყველაფერს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის სამზადისზე საუბრისას განაცხადა.დეკანოზის თქმით, თინათინ რუხაძე „პატრიარქთან გაიზარდა“, წლები მასთან ერთად იყო.„სიონში ყვავილები რაც იყო, თავისი ხელით დაალაგა, არავის მისცა უფლება, რომ ეს ყვავილები .პატრიარქთან გაიზარდა, წლები მასთან ერთად იყო. 20 წლის წინ გამაგზავნა მასთან უწმინდესმა, გაიგო, რომ ცუდად იყო და მითხრა, რომ მიდი მასთან და პარაკლისი გადაუხადე და აზიარეო. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა.იმდენად საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული, რომ დალაგება რომ დალაგებაა, იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდაა, ამასაც კი თვითონ აკეთებდნენ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.ასევე, დეკანოზმა ისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზეც, შალვა კეკელიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დროებით უნდა შეწყვეტილიყო.„ხომ შეიძლებოდა რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს უწყვეტი . მამა რომ გარდაგეცვალოს, სადმე წახვალ და დადგები? ბაირამობა გადადეს ჩვენმა ძმებმა. რუსთაველზე რომ გადიან ყოველ დღე, აქციებს ვგულისხმობ, ხომ შეიძლებოდა ეს დღეები არ გასულიყვნენ და მერე გაეგრძელებინათ. ეთქვათ, რომ მამა დაიღუპა, ყველანი მამასთან უნდა ვიყოთ ახლა და აქ რა გვინდა. როცა მამა გარდაცვლილი გყავს და ჭირისუფალი ხარ, ჭირისუფალს არ ევალება არსად წასვლა და რაღაცები უნდა გადავდოთ ჩვენი ჭირისუფლობიდან გამომდინარე, ჩვენი მამის სიყვარულის გამო. ამაზე დიდი შენთვის არ უნდა არსებობდეს რამე, მაგრამ ვფიქრობ ეს სექტანტური აზროვნება უფროა. აქციებზე მდგომი ყველა ძალიან მიყვარს და იმიტომ ვეუბნები“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პატრიარქის საფლავის მომლოცველთათვის
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.
პაკისტანი მზად არის, რომ ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ისლამაბადი მზადაა, ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.მანამდე, ისრაელის მედიამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.წყაროს ცნობით, შეხვედრის შემთხვევაში შეერთებული შტატების დელეგაციაში იქნებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ხოლო ირანის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს.
