საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში ორი დებიუტანტი ათამაშა – ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი. სიახლე იყო ნახევარდაცვაშიც – ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნაში ფრანგმა სპეციალისტმა მესამე ახალწვეული, გიზი მამაგეიშვილი გამოსცადა.
მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.
პირველი რეალური საგოლე მომენტი „ჯვაროსნებმა“ 31-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ისრაელის ნაკრების მეკარე შეცდა, გადაცემა კიტეიშვილმა ჩაჭრა, კარში კი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და სტუმრები გოლს გადაარჩინა.

