ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

საფრანგეთში პროკურატურამ ილონ მასკის “X”-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა

პარიზის პროკურატურამ SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის პლატფორმა X-ის ოფისებში კიბერდანაშაულის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა, – იუწყება TheIndependent.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო საჩივრების საფუძველზე გაფართოვდა, რომლებიც საიტის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, Grok-ს ეხება.
გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები შეისწავლიან მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის გამოსახულებების შექმნის საკითხს და სხვა შესაძლო დანაშაულებს.

“ამ ეტაპზე, გამოძიების ჩატარება კონსტრუქციული მიდგომას წარმოადგენს, რომლის მიზანია საბოლოო ჯამში უზრუნველყოს, რომ X პლატფორმა მოქმედებდეს საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ის ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს“- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

“The Independent“-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა X-ს. ივლისში ბრალდებების უარყოფის შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანგი პროკურორები „პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებას” ახორციელებდნენ. კომპანიამ განაცხადა, რომ არსებობს “სერიოზული შეშფოთება გამოძიების მიუკერძოებლობასთან, სამართლიანობასთან და პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით”, რადგან ამ საქმეში ჩართული იყვნენ ექსპერტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ სოციალურ ქსელს, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Twitter.

X მიიჩნევს, რომ გამოძიება “საბოლოო ჯამში ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას” და სწორედ ამიტომ არ ეთანხმებიან საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ავალიანის დაბადების დღე არის 5 თებერვალს! “- გარდაცვლილი პედაგოგის დედა განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის დაბადების დღე არის 5 თებერვალს! ოჯახი ვიკრიბებით 4 საათზე! გეპატიჟებით ყველას! ყველას! ყველას! მისამართი: პეტრე-პავლეს სასაფლაო! (საინგილოს ქუჩა; მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ.) იცით, რომ მკვლელთა ოჯახების ძალისხმევით, რამდენიმე დღით შეზღუდული მქონდა ფეისბუქის გამოყენება. აი, როგორი ტოქსიკური თავდაცვითი პოზიცია აქვთ მკვლელთა მშობლებს!  თუმცა, რაღა მშობლებს, ადვოკატი გიორგი გამხიტაშვილი პოსტით გვეკაჩავა და საქმე ქურდულად გაგვირჩია ,,ბნელ ბრბოს”! სიმართლესაც ვერ დავუკარგავ, 1 თეთრიც არაა ჩემი ფასიო, თავად გვითხრა!..  ორი სიტყვით, მიმდინარე მოვლენებზეც მოგახსენებთ. მეც მიკვირს პროკურატურის და მკვლელების მშობლების უცნაურად მიყუჩება. თუმცაღა, მოლოდინი დიდი მაქვს…. საქმეში სხვა დამნაშავეებიც იკვეთება და ვიმედოვნებ პასუხისგებაში მისცემენ კიდევ რამდენიმეს! ნუ, ნია იმნაძეს თავისთავად!!! გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჯერ, ცოტა ხნით, ისევ შევიკავებ თავს დეტალებზე; თუმცა, რამაც უკვე გაიჟღერა კომენტარებში, დავადასტურებ. დიახ, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი, ყოფილი მინისტრის მოადგილის არასრულწლოვანი შვილიც!!! ამ პირსისხლიანმა ლაწირაკებმა, მხეცური ჟინი დაიკმაყოფილეს და მომიკლეს ჩემი ინტელიგენტი შვილიკო. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე არც დედების ჩხავილი თუ თითის ქნევა და არც მამების ცრემლი ან კნავილი, ან თუნდაც ხულიგანი ძმაკაცები შემაჩერებს! თუ არ დადგა სახელმწიფო სამართალი, დავაყენებ ჩემსას!!! ახლა კი, მინდა ჩემი გაოცება და მადლიერება გამოვხატო. მე არ მახსოვს, ერთი ოჯახის ტრაგედია ასე გაეთავისებინოს სრულიად საქართველოს და ასე ვაჟკაცურად, სამართლიანად ებრძოლოს სამართლისთვის. მე მომწყვიტეს საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებას არ შეუწყვიტავს ბრძოლა ჩემთვის!… მადლობა თითოეულ თქვენგანს! იცით რა?! გული მისკდება და სულ მეფიქრება, რატომ შექმნა ღმერთმა გიგა ავალიანი, ნამდვილი გენია, მართლაც სრულყოფილება, თუ ასე, ერთ წამში უნდა გაექრო?! გიგა მართალია არ იყო ორ მეტრიანი, მაგრამ იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, აზროვნებდა სხარტად, ჰქონდა მოსწრებული სიტყვა და ვერ გამოიყენა ვერაფერი; ისე ჩუმად მიეპარნენ, წამის მეასედიც არ მისცეს გააზრებისთვის… …ნუთუ… ნუთუ, გიგა ავალიანი იყო საჭირო, რომ ჩვენი ერთიანობის ძალა დაგვენახა და შეგვეფასებინა?!?!?! ღმერთმა სიკეთეში დაგაჭირვოთ ერთმანეთის თანადგომა და იცოდეთ, ერთობას იმაზე დიდი ძალა ქონია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!!! მე თქვენ მაძლიერებთ!” | წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე

რაიან რუთს 2024 წლის სექტემბერში დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

რაიან რუთს, რომელმაც 2024 წლის სექტემბერში ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლემ განაცხადა, რომ რუთის დანაშაულები „უდავოდ იმსახურებს სამუდამო პატიმრობას“.„ბიბისის“ ინფორმაციით, თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.ცნობისთვის, რაიან რუთი იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ბუჩქებში თოფის ლულა შენიშნა და რუთის მიმართულებით გაისროლა, რის შემდეგაც ბრალდებული გაიქცა, თუმცა ის მალევე შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.

თსუ-ის სენატი – ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და მიზანშეწონილი – მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს...

მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლის ოქმშია საუბარი.თსუ-ის სენატის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე.„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ეხმიანება თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხს. მიგვაჩნია, უმაღლესი განათლების რეფორმა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თუმცა ცალკეული დაუგეგმავი ინიციატივით გამოწვეული ვნებათაღელვა და მიმდინარე პროცესები ნათლად ასახავს საკითხის მნიშვნელობას, მის სენსიტიურობას და გამჭვირვალობის აუცილებლობას.სამწუხაროდ, დღემდე არცერთ ინსტიტუციას არ მიუღია კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ.სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ საფუძველს. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ავტონომია უზრუნველყოფს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას მმართველობის პროცესებში. გაერთიანების საკითხი, გამჭვირვალობის, შესაბამისი აკადემიური თანამონაწილეობის, შიდა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების მართვის ორგანოების რეალური ჩართულობის გარეშე, ქმნის რისკს ავტონომიის შეზღუდვის და ეწინააღმდეგება ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებულ მმართველობით სტანდარტებს.გარდა ამისა, სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორიცაა: მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა.გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვალად გამოიწვეს, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ადგილების შემცირებას.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) მიიჩნევს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა არ არ დასაბუთებული და ამდენად, მიზანშეწონილი. სენატი მოითხოვს, პროცესის აკადემიურ სივრცეში დაბრუნებას, დიალოგს, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობას საკითხის შესწავლისას და ავტონომიურობის პრინციპის პატივისცემით გადაწყვეტილების მიღებას.ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია“, - ნათქვამია თსუ-ის სენატის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმში.

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და...

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოქმედი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა.ბესელიამ ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზურაბიშვილის მიმართ გარკვეული რეპრესიული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ბესელია მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მიღწევა მათ არ გამოუვათ.„მიუხედავად არსებული არანორმალური პოლიტიკური ვითარებისა, არ ვფიქრობ რომ მათ ეყოფათ გამბედაობა, რომ სალომე ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ იმის გამო, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავისი ლეგიტიმაცია მოჰყვება და აქვს. უნდათ, რომ გარკვეული რეპრესიები განახორციელონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამას შეძლებენ. მეორე მხრივ, სახიფათოა ის მიდგომა, რომელსაც გვაჩვევენ. თავად ცდილობენ, რომ არსებული უსამართლო სისტემის ლეგიტიმაცია თავს მოგვახვიონ, მიუღებელი კანონების, გამოხატვის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვის. ლეგიტიმურს ხდიან გაუნათლებლობას, უღირსობას და უკულტურობას. საზოგადოებას აჩვევენ იმას, რაც მიუღებელია“,- განაცხადა ბესელიამ.კითხვაზე, რატომ ვერ დააკისრებენ სალომე ზურაბიშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივად შეუძლებელია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.როგორც ბესელიამ აღნიშნა, კონსტიტუცია და საერთაშორისო კონვენციები გამოხატვის თავისუფლებას უმაღლესი სტანდარტით იცავს, რის გამოც ვერც ერთი ქვედა იერარქიის მქონე კანონი ვერ იქნება მათზე მაღლა მდგომი.„არ შეიძლება. როგორც იურისტი გპასუხობთ, რომ არ შეიძლება. თუ ამ არანორმალურ იდეას ჩაწერენ რომელიმე ნორმაში, ის ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი. კონსტიტუცია ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. უფრო მაღალი კანონი - კონსტიტუცია და კონვენციები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. იერარქიით ქვედა მდგომი კანონი, რომელსაც ახლა ჭრიან, ნორმად აქცევენ, ის მაინც იქნება უკანონო. ამიტომ, მე გავაგრძელებ იგივე ლექსიკონით საუბარს შეფასებით ნაწილში, რადგან მიმაჩნია გამოხატვის თავისუფლება არის მაღალი სტანდარტით დაცული“,- აცხადებს ბესელია.ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ფლობს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რაც საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული, მაშინ როდესაც პარლამენტს ეს ლეგიტიმაცია არ გააჩნია.ბესელიამ აღნიშნა, რომ ლეგიტიმაცია ნიშნავს ხალხის ნდობას და იმ პირობებში, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და საზოგადოება ინსტიტუტებს არ ენდობა, პარლამენტის ლეგიტიმაციაზე საუბარი შეუძლებელია.„სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია არის ნდობა. არც პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია. თუ არჩევნები გაყალბებულია და ხალხი არ ენდობა, როგორ აქვს მას ლეგიტიმაცია? ლეგიტიმაცია არის ნდობა. წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე. მან დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ არ მოჰქცევია “,- აცხადებს ბესელია.ბესელიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ღარიბაშვილის ადვოკატი დაუკავშირდა.მისივე განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს მონახულებას გეგმავს, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.„ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი შემეხმიანა. ჩემი შვილის ისტორიის და რთული დღეების გამო სოლიდარობის გამო შემეხმიანა. გამომიცხადა ადამიანური და კოლეგიალური სოლიდარობა. ვუთხარი, რომ ვაპირებ მონახულებას, როგორც კი შევძლებ. ზუსტად არ ვიცი თარიღი“,- აცხადებს ბესელია.

მაღალი ფასების დამცველი საზოგადოება გამოვიდა, რადიკალური ოპოზიციის სახით და აღმოჩნდა, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ კარგს, ყველაფრის საწინააღმდეგო მოსაზრებებით გამოდიან – ირმა ზავრადაშვილი

„მაღალი ფასების დამცველი საზოგადოება გამოვიდა, რადიკალური ოპოზიციის სახით და აღმოჩნდა, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ კარგს, ყველაფრის საწინააღმდეგო მოსაზრებებით გამოდიან და ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან...“,  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადეს.

ბოლო სიახლეები