საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში ორი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Express-ი რეგიონის საგამოძიების ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება.
მომხდარის გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. კატასტროფის ადგილზე, კურორტ სენ-ტროპედან 50 კილომეტრში მდებარე კარსეს ტბაზე მაშველების ჯგუფები ჩავიდნენ.
სულ ვერტმფრენებში ექვსი ადამიანი იყო, ხუთი მათგანის ცხედარი უკვე ნაპოვნია. კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები 3 ვერტმფრების საშუალებით მიმდინარეობს.