სამშაბათი, ივლისი 8, 2025

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ამზადებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რომელიც ამოწურავს პუტინის რესურსებს ომის გასაგრძელებლად

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს,  რომ ევროკავშირი, საფრანგეთის ინიციატივით და ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ამზადებს ახალ, ყველაზე მკაცრ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა გამოთქვა, რუსული თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე ხუთჯერ გაიზარდა.

„ეს არ შეიძლება, გაგრძელდეს, ეს უნდა შეწყდეს. ამისათვის, ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ემზადება ფრანგული წინადადებების საფუძველზე შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიგვიღია. ისინი პირდაპირ ამოწურავს რესურსებს, რაც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს თავისი ომი“, – აცხადებს ჟან ნოელ ბარო.

ბაროს თქმით, ახალი პაკეტი არა მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორ მოიცავს, არამედ ფინანსურსაც. საუბარია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დაწესებული სანქციების თავიდან აცილებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

9-11 ივლისს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36 გრადუსი დაფიქსირდება

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 9-11 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება.„სანაპირო რაიონებში – ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი- მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში – ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი- მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი –  შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტია, ბახმარო- შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +27, +29, გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში – რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი- მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გორში და ცხინვალში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +34,+36 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +37,+39 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში – საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო-  შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური- შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო –  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21, +23, გრადუსი იქნება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – ევროპარლამენტის რეზოლუცია არის შეტევა საქართველოს ინტერესებსა და სტაბილურობაზე, იუკნევიჩიანეს ჭკუაზე რომ დგება ევროპარლამენტი, რასაკვირველია, კრიტიკის საფუძველი გვაქვს

„ერთი მხრივ, ითხოვენ ეუთო/ოდირ-ის ჩამოსვლას და სპეკულირებენ, რომ საქართველომ უარი თქვა, მეორე მხრივ, რეზოლუციას იღებენ, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს და ამ რეზოლუციით ორგანიზაცია საერთოდ დისკრედიტებულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში დღეისთვის დაგეგმილ დებატებსა და საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე.„ამ რეზოლუციით არა მარტო მცდელობაა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის, არამედ ეუთო-ოდირ-ი არის გასწორებული მიწასთან. პრაქტიკულად, ახალი არჩევნები ჩატარდესო, მიუხედავად იმისა, რა დაწერა ეუთო/ოდირ-მა. მეორე მხრივ, ითხოვენ, დამკვირვებლად ჩამოვიდეს ეუთო/ოდირ-ი. ეს არის აბსოლუტური გამოვლინება, მანიფესტაცია, რად ღირს ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია – სამარცხვინო, უსამართლო, ორმაგი სტანდარტებით სავსე. ზუსტად იციან, სააკაშვილმა დააშავა და მაინც ითხოვენ მის გათავისუფლებას, ვინაიდან იმ სცენარში ჯდება, რაც თავიდანვე დაწერეს, სააკაშვილი უნდა ყოფილიყო მომაკვდავი, რევოლუციის ლიდერი, სააკაშვილი დღეს უნდა ჩაუდგეს სათავეში დესტაბილიზაციის პროცესს. ეს ყველაფერი აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ჰგონიათ, რომ ხალხი ბრმაა ან უინტელექტო საზოგადოება ცხოვრობს საქართველოში. მოწინააღმდეგესაც და მომხრესაც ესმის, რას წარმოადგენს ეს რეზოლუცია. ეს არის პირდაპირ შეტევა „სახალხო პარტიის“, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სერიოზული მფარველის მხრიდან საქართველოს ინტერესებსა და სტაბილურობაზე. უნდათ ჩვენი ნგრევა, სისხლისღვრა ქვეყანაში. ვითომ არ ყოფილა ეს ყველაფერი: საზღვარი არ დაარღვია, არც რევოლუცია დააპირა, ხალხის სისხლი არ დაღვარა, ვითომ არაფერი გაუკეთებია, არც მკვლელების მფარველობაში იყო ჩართული, რაზედაც სტრასბურგი ლაპარაკობს, და არც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები ყოფილა, რაზეც ასევე სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა, გესტაპო შექმნა საქართველოში და ვითომ ეს ყველაფერი არ ყოფილა. წერენ, რომ ეუთო/ოდირ-ი არაფერს წარმოადგენს, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს. რა შეიძლება, ამაზე ითქვას? ეს იქნება გამოვლენილი იმ არჩევნების დროს, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არსებობს ფაქტორები, რაც მიუთითებს, რამდენად სამართლაინია ევროპარლამენტის რეზოლუციები.„ევროპარლამენტის რეზოლუციის გულწრფელობასა და მის ავტორიტეტულობაზე ვისაუბრე, როდესაც ვთქვი, რომ არ შეიძლება, დემოკრატიის შუქურა იყოს სააკაშვილი, რომელმაც გესტაპოს რეჟიმი შექმნა საქართველოში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. მით უმეტეს, ეუთო/ოდირ-ის დასკვნას თუ ფეხქვეშ თელავ, არ უნდა მოითხოვო საქართველოში მისი ჩამოსვლა დამკვირვებლად. ეს არის ინდიკატორი, რამდენად სამართლიანია სხვა დანარჩენი დასკვნები. რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი, რომელიც დაუპირისპირდა საგარეო კურსს ან რამე გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, რაიმე პროექტი არ მიიყვანა ბოლომდე, ფული მოიპარა? ფული არ დახარჯა ქვეყნისთვის თუ რა, ბიძინა ივანიშვილთან რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ, ის, რომ ქვეყნის მმართველობის სათავეშია? რა დააშავა ამ ქვეყანამ, როდესაც დაუპირისპირდნენ პიროტექნიკით? ევროპული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ პოლიციელს არათუ ხელით შეეხები, სიტყვიერად თუ შეურაცხყოფ, ძალიან მძიმე შედეგს მიიღებ. არაერთი მაგალითი მივიღეთ გერმანიაში, სხვა ქვეყნებში, როდესაც უბრალო კრიტიკის გამო ხალხი არა მარტო დაჯარიმებული, სანქცირებულები არიან, არამედ ციხეში გაუშვეს. ეს რეალობაა. იუკნევიჩიანეს ჭკუაზე რომ დგება ევროპარლამენტი, რასაკვირველია, საფუძველი გვაქვს, სწორედ ასე გავაკრიტიკოთ და კიდევ რბილად ვლაპარაკობ. სანქციებს აწესებს ევროკავშირი და ევროკავშირში არ არის ისეთი ერთგვაროვანი დამოკიდებულება, ზოგს აქვს ინტერესი, საქართველოში განვითარდეს ნგრევის პროცესი და ამას მთელი მეხუთე კოლონა თავისი მედიასაშუალებებით მიესალმებიან. ეს არ არის საერთო დამოკიდებულება. ადამიანები, რომლებსაც უხარიათ, რომ შეიძლება, ვიღაცამ ვინმე დაასანქციროს, პოლიტიკურ წარსულში უნდა დარჩნენ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“იტყუებით, გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში” – დავით ხომერიკი მოწმე პოლიციელს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები დაადო პროევროპული აქციის მონაწილეს.მოწმე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ხომერიკს დაკავების მომენტში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, გაესაუბრნენ და შსს-ში გადაიყვანეს, რაც უარყო თავად სინდისის პატიმარმა.ხომერიკმა პოლიციელს პირდაპირ უთხრა, რომ "იტყუება" და თქვა, რომ პოლიციელები მანქანაში ურტყამდნენ:მოწმე ნიკა კიზირია:  კომუნიკაცია რაც გვქონდა, იყო გასაუბრების ხასიათის. მას ასდიოდა საწვავის სუნი, რაზეც დავუსვით შეკითხვა, თუ საიდან იყო ეს სუნი.ხომერიკი: სიცრუეა, არანაირი გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში;ხომერიკი: ჩემი დაკავება მოხდა მშვიდ სიტუაციაში?მოწმე: კი, ბატონოხომერიკი: თუ მშვიდ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც სრული სიცრუეა, მე სხვანაირად მახსოვს, ალბათ, რადგან ბრალდებული ვარ, ჩემი სიმართლე მაქვს და ეს სიმართლე ჭეშმარიტია, წესით, ჩემთვის არ უნდა გერტყათ, ხო?მოწმე: არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. (პუბლიკა)ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ადვოკატი ლალი აფციაური რიჟვაძის საქმეზე: გუშინ ვნახე შემთხვევის ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ ხელუხლებელია და იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის

ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.„არ მაქვს ინფორმაცია, რას ითხოვს პროკურატურა, მაგრამ მე ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ. ჯერ ოდენობის თაობაზე ჩამოყალიბებული არ ვარ“, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.აფციაურის თქმით, ალექსი ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძე თავად გადაიყვანა მანქანით საავადმყოფოში, ვინაიდან მნიშვნელოვანი იყო სწრაფი რეაგირება.„ამ ფაქტის თაობაზე ორი სიტყვით თვითონ ბატონმა ალექსიმ მითხრა. როდესაც ნახა ეს მდგომარეობა და 112-ის გამოძახება აგვიანებდა, უცებ მიიღო გადაწყვეტილება და მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან წამები წყვეტდა ამ ადამიანის სიცოცხლის საკითხს. თავისივე, საკუთარი მანქანით გადაიყვანა კლინიკაში. დასახმარებლად მიმართა იქვე მცხოვრებლებს, ადგილობრივებს“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.ადვოკატის ინფორმაციით, გასროლის დროს ალექსი ახვლედიანი სხვა ოთახში იმყოფებოდა.„რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, იმყოფებოდა მეორე ოთახში, მოშორებით, ან სააბაზანოში. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.ლალი აფციაური ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე და ალექსი ახვლედიანი უახლოესი მეგობრები არიან და ხშირადაც სტუმრობდნენ ერთმანეთს.„ამ ეტაპზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომელიც არ ეყრდნობა საქმის მასალებს, ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა ბატონი ალექსის პირად ხელჩანთაში, რომელიც იდო ოთახში. თორნიკეს სადაც უნდა დაეძინა, იმ ოთახში ლოგიკურად ვერ იქნებოდა, არ უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, ალბათ არც იქნებოდა. ხელჩანთას ხომ არ ვყარაულობთ, როცა მეგობრებთან ერთად სადმე ვსხედვართ“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ალექსი ახვლედიანის და თორნიკე რიჟვაძის გარდა, სახლში კიდევ ვინმე თუ იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის.„გუშინ ვნახე შემთხვევის ადგილი, რომელიც ჯერ ისევ ხელუხლებელია, იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის. შემთხვევა მოხდა საცხოვრებელ სახლში, იმ საძინებელში, სადაც ისვენებდა ბატონი რიჟვაძე.ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარედგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ახვლედიანს ბრალდება წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით გუშინ, 7 ივლისს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება – გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლებიდან 21 ოჯახია გაყვანილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება. პროცესის შედეგად დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები. სოფლებში ხემაღალსა და ღეკში მეწყრული კერების გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან 21 ოჯახია გაყვანილი.პარალელურად, გრძელდება პროცესების მონიტორინგი და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არსებულ მდგომარეობას და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ.„მერია მოქმედებს გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ ოჯახთან, ვსწავლობთ მათ მდგომარეობას და ვცდილობთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით უზრუნველვყოთ შესაფერისი ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი მათთვის", - განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა.

ბოლო სიახლეები