ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
მისივე თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე. კიდევ ერთხელ, მტკიცედ მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.