მარტივი საშემოდგომო რეცეპტი თქვენი პატარებისთვის. საუზმე ვაშლითა და ბანანით.
2 ცალი მოზრდილი ვაშლი
1 ცალი ბანანი
60 გრ. კარაქი
3 ს/კ შაქარი
4 ს/კ ფქვილი
1 ს/კ წვრილად დაჭრილი მოხრაკული თხილი
ვაშლი გათალეთ და ამოაჭერით შიგთავსი, დაჭერით კუბიკებად. ბანანიც დაჭერით კუბიკებად.
შესაბამის ჭურჭელში გაზზე გააცხელეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და ჩაყარეთ შიგნით დაჭრილი ვაშლი. თუშეთ დაახლოებით 4 წუთი მუდმივი მორევის რეჟიმში. დაუმატეთ ბანანი და თუშეთ კიდევ 1 წუთი.
ღუმელი გაახურეთ 200 გრადუს ცელსიუსზე.დარჩენილი კარაქი, შაქარი, ფქვილი და ვანილი შეაზილეთ ერთმანეთს, ეცადეთ მიიღოთ ფხვიერი მასა. შეურიეთ თხილი.
ფორმაში განათავსეთ ვაშლი და ბანანი, ზემოდან მოაყარეთ ფხვიერი მასა, გამოაცხვეთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.