ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბანგლადეშში ნიპას ვირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა და დასძინა, რომ მათი აზრით, საერთაშორისო გავრცელების რისკი კვლავ დაბალი რჩება. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

პარასკევს, ჯანმომ განაცხადა, რომ პაციენტი 28 იანვარს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სადაც სპეციალისტების ჯგუფმა ყელის ნაცხი და სისხლის ნიმუშები აიღეს. უწყების ცნობით, სპეციალისტებმა ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება მომდევნო დღეს მიიღეს.

“2026 წლის 3 თებერვალს, ბანგლადეშის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) ეროვნულმა ორგანიზაციამ, ჯანმო-ს აცნობა ნიპას ვირუსის (NV) ინფექციის ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რაჯშაჰის ოლქში“, – ნათქვამია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, რომელიც, მათი თქმით, დიდწილად კონტროლის ქვეშაა.

ინდდოეთში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის აფეთქებამ შეშფოთება გაზარდა ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, რამაც აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების მკაცრი ზომების დაწესება გამოიწვია. ამასთან, ჯანმო-მ განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რაიმე სახის მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემს.

“ჯანმო ნიპას ვირუსის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკს აფასებს, როგორც დაბალს, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე”, – ნათქვამია შეფასებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს

არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ (5 მარტს, მინისტერიალის შეხვედრაზე), კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაძაბულობის რეალურად შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია, შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს, თუ ორმხრივი თავდასხმები დაიწყება და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კაია კალასმა.ამასთან, კალასმა ირანის მიერ კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების უნართან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.„თუ ირანი ახლა თავის გარშემო არსებულ ყველა ქვეყანას მიზანში ამოიღებს, საბოლოოდ მას ბევრი არჩევანი არ ექნება, ამიტომ საბოლოოდ ეს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ირანი იბრძვის, ის სინამდვილეში მარტო იბრძვის, თავის „პროქსებთან“ ერთად. რუსეთი მათ არ უჭერს მხარს. და ეს სხვა სიტუაციებისგან ძალიან განსხვავდება“, – აღნიშნა კალასმა.

სენატმა არ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება

აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.CNN-ის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 47-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 53 კი - წინააღმდეგი წავიდა. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა „დემოკრატმა“ სენატორებმა და მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლიმ მისცა, მის დაბლოკვას კი მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა და ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.CNN-ი განმარტავს, რომ რეზოლუციას, დამტკიცების შემთხვევაშიც, წინ რთული ბრძოლა ელოდა, რადგან წარმომადგენელთა პალატაში გადასასვლელად მას სენატში შესწორების შეტანის სრული პროცესის გავლა და შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევდა, რისთვისაც კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.

თეიმურაზ მღებრიშვილი – დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი.მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ბოლო სიახლეები