ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც გუშინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მიიღო.
პოლიციამ ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 26 მაისს დააკავა.