ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ერთ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ლ.მ.-ს ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 926.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული, ექსპერტების მიერ შეფასებული, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 367.24 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ფაშისტი ტოტალიტარია.ამის შესახებ ილონ მასკმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ სანჩესის სოციალურ მედიასთან დაკავშირებით ესაპნეთში ცვილიებების გატარებას გეგმავს.„სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ესპანეთში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვა იგეგმება. ამასთან, ესპანეთში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მომავალ კვირაში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის აღმასრულებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკანონო და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტისთვის, ასევე ალგორითმული მანიპულირებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.„ჩვენ დავიცავთ მათ ციფრული ველური დასავლეთისგან. დღეს ჩვენი შვილები ისეთ სივრცეში არიან, რომელშიც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეიძლება. დღეს სოციალურ მედია დამოკიდებულების, ძალადობის, პორნოგრაფიის, მანიპულირების და ძალადობის ადგილია. ჩვენ ამას აღარ შევეგუებით. ჩვენ დავიცავთ მათ “, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

Axios: ირანი-აშშ-ის მოლაპარაკებები თურქეთის ნაცვლად ომანში გაიმართება

ირანისა და ამერიკის ბირთვული მოლაპარაკებები თურქეთის ნაცვლად ომანში გაიმართება. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.ჟურნალისტის განცხადებით, ომანში მოლაპარაკებების გადატანა ირანული მხარის ინიციატივა იყო, რასაც აშშ დათანხმდა.ჯერჯერობით უცნობია, მოლაპარაკებების რომელ ეტაპზე შეუერთდებიან მხარეებს არაბული და მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლები. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პარასკევს უნდა გაიმართოს.

შალვა პაპუაშვილი – ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის...

დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა.„დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ – ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება. და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პრესსპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა? მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია. პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასა და ექსტრემიზმთან. ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად თუ არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული – უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“, – წერს პაპუაშვილი.

სამი წლის გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს – დაკავებულია დედა, რომელიც შვილს დაბადებიდან უჯრაში მალავდა ( უცხოეთი)

ინგლისში  დააკავეს ქალი, რომელიც ქალიშვილს დაბადებიდან დივნის უჯრაში მალავდა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 3 წლის გოგონა უჯრაში  2023 წელს დედის მეგობარმა იპოვა. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო.  ის ჰაერზე არასდროს ყოფილა და არც მზის შუქი ჰქონდა ნანახი. არასრულწლოვანი ვერ საუბრობდა და სიარულიც ძალიან უჭირდა.როგორც უცხოური მედია იუწყება, ბავშვის გაჩენის შესახებ ბრიტანელმა ქალმა არავის შეატყობინა. მან ის სახლის აბაზანაში გააჩინა და დივნის უჯრაში დამალა, სადაც თეთრეულს ინახავდა. პერიოდულად ის მოდიოდა ბავშვთან, აჭმევდა და საფენებს უცვლიდა. როდესაც სახლიდან გადიოდა პატარას მარტო ტოვებდა. იყო შემთხვევები, როდესაც გოგონა მარტო მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა.ბავშვის დედას  7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონა ახლა აღმზრდელებთან იმყოფება.  სოციალური მუშაკის თქმით, შოკირებული იყო, როდესაც დედის ასეთი გულგრილობის შესახებ შეიტყო.   როგორც ექიმები ამბობენ, სამი წლის გოგონა ათი თვის ბავშვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი მიიჩნევს, რომ რუმინეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კოორდინირებული ჩარევის კვალი არ დასტურდება

ევროკომისიამ ყველაზე აგრესიული ცენზურის ზომები 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რუმინეთის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ფარულად უჭერდა მხარს ჯორჯესკუს კოორდინირებული „ტიკ-ტოკ“ კამპანიის მეშვეობით.„კომიტეტისთვის წარდგენილი შიდა დოკუმენტები, როგორც ჩანს, ამ ნარატივს ძირს უთხრის. „ტიკ-ტოკმა“ ევროკომისიას განუცხადა, რომ ვერ აღმოაჩინეს რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიის მტკიცებულება და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები, თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა და 2025 წლის მაისში, განმეორებით არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა”, – ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში.

ბოლო სიახლეები