თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას ნიკა მელია და გიგი უგულავა სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ, სრულად დაეკავებინათ საავტომობილო გზა, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მანამდე პოლიციამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, იმგვარად ევლოთ, რომ საავტომობილო გზა არ ჩაკეტილიყო.