საპატრიარქო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სინამდვილეს არ შეესაბამება

Read Time:24 Second

დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.
ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, – წერია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძემ ახალი წელი რუსთავში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა
Next post იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ