საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
ამა წლის 9 ივნისს გარდაიცვალა მცხეთის (არმაზის დასახლებაში მდებარე) წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემარქიმანდრიტი იოანე (ჯიშკარიანი).
სქემარქიმანდრიტი იოანე დაიკრძალება ოთხშაბათს, 11 ივნისს, 15:00 საათზე თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ათონელ მამათა სახელობის მონასტრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ სქემარქიმანდრიტ იოანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემარქიმანდრიტი იოანე.