საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება, რადგან რეჟიმი ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას ისეთ მოცემულობაში, როდესაც პარლამენტი გარდა იმისა, რომ არალეგიტიმურია, ქმედუუნაროა , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი განაცხადა.
„საქართველო არ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მაგრამ EPP-ს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ევროპის პოლიტიკაზე. შეგახსენებთ, რომ ამ პარტიას წარმოადგენს გერმანიის კანცლერი, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნის მეთაური, ცხადია, მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ევროკავშირში მყარად არის შემდგარი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას. ახალი არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გარეშე საქართველო წინ არაფერი კარგი ელოდება, გარდა თანამშრომლობის ფორმატების გაუქმებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან. ყველაზე კარგი ასახვა ამ საერთო ევროპული სულისკვეთების, რწმენის არის ფაქტი, რომ ევროსაბჭომ არ აღიარა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების მანდატები. ამით ყველაფერია ნათქვამია. ამ ხელისუფლებასთან არავინ აპირებს ურთიერთობას. ამიტომ ჩვენ სწრაფად გვჭირდება საპარლამენტო არჩევნები, რადგან დრო მიდის და საქართველო კარგავს უნიკალურ შესაძლებლობებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

