სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე, 1-ელ კორპუსში კედელი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამჟამად ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. კორპუსის ბინადრები დროებით სასტუმროებში გადაჰყავთ.

