კვირა, მარტი 30, 2025

სანდრო რაქვიაშვილი – ოპოზიციამ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოაჩინა, როგორც გამაერთიანებელი

არ მჯერა, რომ ის, რაც ხდება, სანქციები და ა.შ, ჩვენი ოპოზიციის დამსახურებაა, – განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„უბრალოდ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები უფრო განიცდიან ჩვენ რეალობაზე, ვიდრე ჩვენივე კოლეგა ოპოზიციონერები. რადგან ისინი ასეთი წარმატებული რომ ყოფილიყვნენ, ზოგადად, მაშინ არ მოხდებოდა, ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანებს, რომლებიც სრულიად არაადეკვატური განცხადებებით და ქმედებებით არიან დაკავებული ქვეყნის შიგნით, საზღვარს რომ გადაკვეთენ, უცებ ჭკვიანები ხდებიან და სხვანაირი უნარები უჩნდებათ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, ამისთვის არის მარტივი ტესტი, დანიშნულია არჩევნები, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნები მთავარი ამბავია, პარტიები არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობენ, ფაქტობრივად და რაც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შინაარსი, თუ კონტექსტი, ცესკო-ში განაცხადის შეტანამდე ფაქტობრივად, სამი თვეა დარჩენილი და არ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას ასეთ სიტუაციაში არ ჰქონდეს პოზიცია, იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა.

„არავის არ აქვს ეს გაცხადებული. ყველას აქვს გაცხადებული, რომ აი, ამ ვითარებაში არ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რა არის ეს ვითარება? ზოგს აქვს გაცხადებული, რომ საერთოდ ამის დრო არ არის, განხილვის. ვიღაც ამბობს, თუ გაუარესდა მდგომარეობა, მაშინ არ მიიღებენ მონაწილეობას და რას ნიშნავს ეს? ხომ შეიძლება, მაგალითად, ეთქვათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თუ არ შეიცვლება, არ მივიღებთ მონაწილეობასო? გასაგები კრიტერიუმია, 15 ივლისი რომ დადგება, თუ დავინახავთ, რომ კალანდარიშვილია თავმჯდომარე, გვეცოდინება, რომ ეს პარტია არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვინმეს აქვს ასეთი მკაფიო განცხადება გაკეთებული? წარმოიდგინეთ პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უბრალოდ, ვერც კი ყალიბდება, არჩევნებში იღებს თუ არა მონაწილეობას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„უკვე იმდენჯერ გვაქვს ნანახი მისი ნებისმიერი ინიციატივის ჩავარდნა, მათ შორის, როცა ჩვენ გულწრფელად ვცდილობდით დახმარებას და ჩართული ვიყავით. გახსოვთ ალბათ, პირველი ინიციატივა ჰქონდა შერიგების, სადაც მე და იაგო ვიყავით პრეზიდენტის სასახლეში, მათ შორის, ირაკლი კობახიძეც იყო და მთელი ოპოზიცია ჩვენ გვლანძღავდა, როგორ მიდით პრეზიდენტთან, ის ხომ „ქოციაო“. უამრავი სხვა ასეთი წამოწყება ჰქონდა პრეზიდენტს და სანამ ჩვენ გვეგონა, რომ ის გულწრფელია ამ საქმიანობაში, ვცდილობდით, ჩვენც კონსტრუქციული პოზიცია გვქონოდა. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ არაფერი ამისგან არ გამოვა, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. გინდ ასე იფიქრეთ, გინდ ისე, არაფერი არ გამოვა და იმის შემდეგ მართლა არაფერი არ გამოსულა. „ქარტია“ ახსოვს ვინმეს? წინასაარჩევნოდ იყო საკოორდინაციო შტაბი არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად და გახსოვთ ეს შტაბი, იყო ვინმე, რომელიმე თქვენგანი იმ შტაბში, მაგრამ ხომ გამოაცხადეს? ასეთი შეიძლება, გაიხსენო მისი უამრავი ინიციატივა და ჩემი აზრით, უბრალოდ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ოპოზიციამ დაუშვა, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოაჩინეს, როგორც გამაერთიანებელი. უბრალოდ, ცოტა სასაცილოც არის, რომ ახლა 31 მარტს სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხს გააერთიანებს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის და გახარიას გაერთიანება თუ გახსოვთ, მექსიკური სერიალის რაღაც ნაირსახეობა იყო. მივიდნენ, მოვიდნენ, ასე მოხდა, ისე მოხდა და მთელი ქვეყანა აკვირდებოდა, შედგება ეს გარიგება, თუ არ შედგება და რა მივიღეთ, რამე ხეირი იყო ამისგან? ის ორი ადამიანი ვერ გააერთიანა ქალბატონმა სალომემ და წარმოიდგინეთ „ნაციონალური მოძრაობა“, გვარამიას პარტია, ახალი პარტია შეიქმნა „თავისუფლების მოედანი“, რომელიც გამოეყო „ლელოსთან“ გაერთიანებას და ეს ხალხი როგორ უნდა გააერთიანო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ნინიკომ ლეიკემია დაამარცხა! ფრანგი ექიმები სიხარულით შეეგებნენ თავიანთ განკურნებულ პაციენტს…“ – 5 წლის ნინიკოს ისტორია კეთილი დასასრულით

„5 წლის ნინიკომ ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინიკო ბიწაძის დედა, ანა საღირაშვილი წერს.გამოჯანმრთელების შესახებ საოცარ ისტორიას უზიარებს გულშემატკივრებს. პატარა ნინიკოს ლეიკემიის დიაგნოზი, ორი წლის წინ დაუსვეს. მოგვიანებით მშობლებმა ბავშვი საფრანგეთში სამკურნალოდ წაიყვანეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვი საბოლოოდ განიკურნა და სავსებით ჯანმრთელია. გოგონას დედა ემოციურად აღწერს შვილის გამოჯანმრთელებით გამოწვეულ სიხარულს:„მოგიკითხავთ სიყვარულით  გუშინ (28.03.2025.) ცოტა რთული დღე გვქონდა ,ნინიკოს გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია,ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, მას ამ დრომდე ჰქონდა კანქვეშ ფიქსირებული კათეტერი (პორტი), საიდანაც ქიმიოთერაპია და სისხლის ანალიზების აღება ხდებოდა – სწორედ ამ კათეტერის ამოღება მოხდა ოპერაციის დროს… გუშინდელი განცდა, სანერვიულოც იყო და ამავდროულად სასიხარულოც… ეს ბოლო აკორდია ამ დიაგნოზთან ბრძოლაში… და ეს ნიშნავს რომ ნინიკომ #ლეიკემია დაამარცხა! ფრანგი ექიმები სიხარულით შეეგებნენ,თავიანთ განკურნებულ პაციენტს … რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მათი. მადლობა ყველას,ვინც კი ამ დრომდე გვერდში გვიდგახართ,სიტყვით თუ საქმით… მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ბიჭებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს… (ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა და პირადში ვერ გიპასუხეთ) ვიცი რომ გულმხურვალე გულშემატკივრები გვყავს და ყველა გველოდებით მოუთმენლად… აღარ დარჩა დიდი დრო… ჩვენც სიხარულით ველოდებით ,იმ ბედნიერ წუთებს,როდის დავბრუნდებით სამშობლოში ,ჩავიკრავთ გულში ჩემს მონატრებულ ბიჭებს და განვაგრძობთ იმ ბედნიერ ცხოვრებას ,რაც აქამდე გვქონდა მადლობა უფალს  ყოველი წუთისთვის…“ – წერს ანა საღირაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ფორვარდმა „სტრასბურთან“ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდერ ლაკაზეტს გადაასწრო. მიქაუტაძის აქტივში ახლა 14 გოლია: ლიგა 1-ში მან თავი 8-ჯერ გამოიჩინა, 4-ჯერ ევროპა ლიგაზე და ორჯერაც საფრანგეთისთასზე. ლაკაზეტმა ჯერჯერობით 13 გოლი გაიტანა - 10 ლიგა 1-ში და 3 ევროპა ლიგაზე. შემდეგ მოდის მალიკ ფოფანა 10 გოლით (4 ელიგა 1-ში, 6 ევროპა ლიგაზე), ხოლო რაიან შერკისა და კორენტინო ტოლისოს ანგარიშზე 8-8 გოლია. მიქაუტაძეს 14 გოლი 38 შეხვედრაში აქვს გატანილი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 17-ჯერ იყო.აღსანიშნავია, რომ 2017 წლისა და მარიანო დიასის შემდეგ ის „ლიონის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც საწყის 17 სასტარტო მატჩში 11 გოლი გაიტანა (დანარჩენი 3 გოლი გიორგიმ შეცვლაზე შესვლიდან გაიტანა). შეგახსენებთ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მიქაუტაძემ თავის გამოჩენა 8 გოლით და 5 საგოლე პასით შეძლო.

დონალდ ტრამპი – ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას, დიახ, 100%-ით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით“, – თქვა ტრამპმა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, არის კარგი შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა, მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს.ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.შეკითხვაზე, – რა სიგნალს გაუგზავნის გრენლანდიის მიღება რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს? – დონალდ ტრამპმა თქვა: „ამაზე არ ვფიქრობ. სინამდვილეში, ეს არ მადარდებს. გრენლანდია არის ძალიან განცალკევებული საკითხი, ძალიან განსხვავებული. ეს არის საერთაშორისო მშვიდობა. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოება და სიძლიერე. თქვენ გაქვთ ხომალდები, რომლებიც დაცურავენ გრენლანდიის გასწვრივ რუსეთიდან, ჩინეთიდან და მრავალი სხვა ადგილიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც დააზარალებს მსოფლიოს ან შეერთებულ შტატებს“, – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

დონალდ ტრამპი – ფინეთის პრეზიდენტი და მე მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს აშშ-ისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს შეხვდა.როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ფინეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის აშშ-ისთვის ყინულმჭრელების შეძენა.„პრეზიდენტი სტუბი და მე მოუთმენლად ველოდებით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს შეერთებული შტატებისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა ყველაზე ძლიერი სიტყვებით, რომ შეერთებული შტატები ძლიერია და კვლავ დაბრუნდა. მე ვეთანხმები“, – წერს ტრამპი.შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუბთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით, სტუბი ძალიან კარგი მოთამაშეა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა,დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს

ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, დინა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.რიტმულ ცეკვებში ასპარეზობის შემდეგ წყვილი 73.22 ქულით მე-14 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 117.28 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში კი 190.50 ქულა მიიღო და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2026 წელს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება.ოლიმპიადის ლიცენზია წყვილებში ასევე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს, რომელებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულეს.შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, 02:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები გამოვლენ, სადაც ნიკა ეგაძე იციგურავებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონები მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი (222.06, აშშ) გახდნენ, ვერცხლის მედლები პაიპერ ჯაილსმა და პოლ პოირიერმა (216.54, კანადა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ოლივია სმარტი და ტიმ დიკი (207.11, ესპანეთი) დაეუფლნენ.

ბოლო სიახლეები