უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს – ქართველმა მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად გერმანელ მატიას სზაბოს შეხვდება.
შეჯიბრის კიდევ ერთი მონაწილე, ბექა ბაზაძე ტურნირს მეთექვსმეტედფინალში გამოეთიშა.
30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.