სამხრეთ კორეაში, ბუსანის სანაპიროსთან რუსულ სამაცივრო ხომალდ Crystal Asia-ს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენი ოთხი დაშავებული კი – სამაშველო კატერით.
გემზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.