ოთხშაბათი, იანვარი 1, 2025

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 1 500-ზე მეტი თანამშრომელი.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია. დადასტურდა, რომ ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია. ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩოი სანგ-მოკმა ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეაში 1997 წლის შემდეგ, როდესაც კორეის ავიახაზების Boeing 747 ჩამოვარდა გუამის ჯუნგლებში, რის შედეგადაც 228 ადამიანი დაიღუპა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სარჯველაძე – სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან

ექიმების, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის ღვაწლი, უაღრესად დიდია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ექიმების, განსაკუთრებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების პატივისცემა. მათ მიმართ უმიზეზოდ, აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი 30 დეკემბერს, ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სარჯველაძემ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ტრაგედიაა. „სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის. ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან. მე მესმის ემოციების, ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ ალბათ, არ იქნება მართებული, რომ ასეთი დამოკიდებულებები იქნეს საზოგადოდ, ან წახალისებული, ან მოწონებული. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრს როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ჩვენი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალი ადგილზე მივიდა და ყველას, ვისაც ესაჭიროებოდა, დაუყოვნებლივ გაუწია დახმარება“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მიხეილ ყაველაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა. ამასთან, პატრიარქმა ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ელენე ეპიტაშვილი თბილ კადრებს გვიზიარებს

ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს და მის მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს. ელენემ, სოციალურ ქსელში პატარა ენის მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ნებივრობს გოგონა, ცუგასთან ერთად.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია: სალომე ზურაბიშვილის ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, დაწყებული ქარტიიდან, მათ წინ და უკან რომ დაატარებდა

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა. „შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობაში სალომე ზურაბიშვილს არსად არ ვხედავ, მე მგონი ვხედავ პენსიაზე, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ, რამე რომ გამოუვიდეს, თუმცა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი გუშინ, ოპოზიციას სულ ასუსტებდა თავისი ქარტიიდან დაწყებული, ოპოზიციას წინ და უკან რომ დაატარებდა, რითაც აკაჩავებდა თითქოს ერთი გაგებით, მეორეს მხრივ საერთოდ გაუგებარი იყო ოპოზიციის ნაწილს, მაგალითად ნაცებს თუ იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილს შეიწყალებდა, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ამაშიც გადააგდო",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები