გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი, – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში საეკლესია გვერდზე გავრცელდა.
როგორც სამძიმრის ინფორმაციაშია ნათქვამი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი დასვენებულია ამავე ტაძარში.
დაკრძალვა ხუთშაბათს,11 აპრილს, 14 საათზე.მისამართი: ვარკეთილი 3 , მეორე მიკრო რაიონი,16 კორპუსის მიმდებარედ, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების N9.