სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.