ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმ შოუს” ერთ-ერთი წამყვანი სალომე ღვინიაშვილი პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე “არა რუსულ კანონს” იმყოფებოდა.
ღვინიაშვილი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ ის არ ემხრობა ბიძინა ივანიშვილის კანონს.
ცნობისთვის, 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი – პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა “ახალი ძალის” მიერ ინიცირებული “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც დასკვნა დაახლოებით 3 თვეში იქნება.
პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია “არა რუსულ კანონს” ორი დღეა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვას და მიღებას აპროტესტებენ.