ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ვერ უვლის, რუსეთიდან ათასობით ლტოლვილს იღებს და როგორ ვაპირებთ ჩვენ, რომ სოციალური აფეთქება არ მოხდეს ქვეყანაში _ ამის შესახებ პარტია „ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
“თუ ეს ხალხი ლტოლვილის სტატუსით ჩამოდის, მაშინ ვდგავართ იმ აუცილებლობის წინაშე, რომ მივმართოთ დახმარებისთვის საერთაშირისო თანამეგობრობას, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არა აქვს. ადამიანს პენსიას ვერ უზრდიან, სოციალური გადასახადები იზრდება, მცირე და პატარა ბიზნესი იხრჩობა ამ გადასახადებისგან და ხალხი გარბის ქვეყნიდან. ესეიგი საკუთარ მოქალაქეებს ვერ უვლის სახელმწიფო და ამ დროს გვეუბნება, რომ ლტოლვილები დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთო, მაშინ ვინ აპირებს დააფინანსოს ეს ხალხი და როგორ ვაპირებთ ჩვენ, რომ სოციალური აფეთქება არ მოხდეს ქვეყანაში”_ განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში სალომე სამადაშვილმა.